მნიშვნელოვანი სიახლეები
ბიბლიურ ქალაქ გაზერში 3200 წლის წინ მცხოვრები ადამიანების ნაშთები აღმოაჩნეს

ბიბლიურ ქალაქ გაზერში 3200 წლის წინ მცხოვრები ადამიანების ნაშთები აღმოაჩნეს

არქეოლოგების გუნდმა ისრაელში იმ ადგილას გათხრებისას,  სადაც ვარაუდით ბიბლიური ქალაქი გეზერი არსებობდა, სამი ადამიანის ნეშთი აღმოაჩინა. ქალაქი გაზერი   3200 წლის წინ ეგვიპტელებმა გაანადგურეს.

გათხრები ადასტურებს ეგვიპტელთა მიერ გეზერის განადგურებას

გათხრები ქალაქ გეზერის მიდამოებში ამყარებს ისტორიკოსთა აზრს, რომლის მიხედვითაც  ძვ.წ.ა. მე-13 საუკუნისთვის, მას ფარაონ მერნეპტაჰი დაესხა თავს და და ქალაქი გაანადგურა. „დიდი დაზიანება მიანიშნებს, რომ გეზერის მცხოვრებლებმა ეგვიპტელებს წინააღმდეგობა გაუწიეს,“ ამბობს დოქტორი სტივ ორტიზი თენდის არქეოლოგიური ინსტიტუტიდან. იგი დოქტორ სემ ვოლფთან ერთად გათხრების ხელმძღვანელია.

გეზერის მნიშვნელობა ანტიკურ ხანაში

გეზერი ბიბლიური ქალაქია, რომელიც ეგვიპტესა და შუამდინარეთს შორის მდებარეობდა. დასახლებას უკავშირებენ ისუ ნავეს ძესა და სოლომონს. გათხრები ამ მიდამოში 1900 წლიდან მიმდინარეობს და ის იერუსალიმის მახლობლად ყველაზე შესწავლილ ადგილად ითვლება. 2013 წელს გათხრებისას არქეოლოგებმა აღმოაჩნეს გვიანი ბრინჯაოს ხანის დასახლების ფენა, რომელიც აქამდე უცნობი იყო და სოლომონ მეფის მმართველობამდელი პერიოდის არის.

არქეოლოგთა მიხედვით აქამდე უცნობი ქალაქი ეგვიპტელების მიერ მე-18 დინასტიის ფარაონების დროს დაინგრა. ნაპოვნია რამოდენიმე არტეფაქტი, როგორიცაა თიხის ჭურჭელი, ბეჭდები და წარწერა, რომლებზეც ამენჰოტეპ III-ის სახელი იყო და მიუთითებდა უცნობი ქალაქის არსებობას.

უძველეს  ქალაქ გეზერის დამაარსებლებად ქანაანელები ითვლებიან. ბიბლიის მიხედვით გეზერი ეგვიპტელებმა დაიპყრეს და შემდგომ მეფე სოლომონს საქორწინო საჩუქრად გადასცეს,  როცა მას პოლიტიკური მიზნებით ეგვიპტის ფარაონის ქალიშვილი მიათხოვეს. სოლომონის დროს გეზერი გამაგრებული ქალაქი იყო, რომელსაც გარს მტკიცე კედლები აკრავდა.

ადამიანთა პირველად აღმოჩენილი ნეშთები

გათხრების მეათე სეზონისას არქეოლოგებმა დიდი შენობა აღმოაჩინეს, სადაც სამი ადამიანი იყო დამარხული: ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, რომელსაც საყურეებიც ჰქონდა შემორჩენილი. შენობას   ხანძრის შედეგად სახურავი ჰქონდა დაზიანებული  და ორი მოზრდილი ადამიანი ბავშვთან ერთად სამი მეტრის სისქის ნაცარში იყო ჩამარხული.  ორი ზრდასრული ადამიანის ძვლები ცეცხლისგან იმდენად იყო დაზიანებული, რომ არქეოლოგებმა მათი სქესიც კი ვერ გაარკვიეს.

„ერთი ზრდასრული ზურგით იწვა და ხელები თავზე ჰქონდა შემოხვეული. ბავშვს საყურეები ეკეთა, პირველი ზრდასრული მის გვერდით იყო. ოთახი სავსე იყო ნაცრითა და ჩამოცვენილი აგურებით. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რას აკეთებდნენ ისინი თავდასხმის დროს. იმალებოდნენ? გაურბოდნენ ეგვიპტელ მეომრებს? იქნებ უკან შებრუნდნენ სახლში რათა ძვირფასეულობა გამოეტანათ?“ ამბობს დოქტორი ორტიზი.

მეორე ოთახში,  ჩრდილოეთით  მესამე ზრდასრული ადამიანის სხეული აღმოჩნდა. ის ქვების ქვეშ ჩაიმარხა და მასზე ნათლად შეიმჩნეოდა ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები, „ამ პიროვნებას ყველაზე საშინელი სიკვდილი ერგო. ნათლად ჩანს რომ მან მრავალი ტრანვა გადაიტანა,“ ამბობს დოქტორი.

აღმოჩენილ სამკაულებს შორის იყო ეგვიპტური ამულეტები, რომლებიც ძ. წ.ა. მე-13 საუკუნით თარიღდებიან - მათზე ეგვიპტის ფარაონების თუტმოს III-სა და რამზეს II-ის მეტსახელები წერია. „ყველა მონაპოვარის იერუსალიმის ლაბორატორიებშია გადაგზავნილი.