მნიშვნელოვანი სიახლეები
ბიბლიური კარავის ძიება სადაც „მოწმობის კიდობანი“ ინახებოდა

ბიბლიური კარავის ძიება სადაც „მოწმობის კიდობანი“ ინახებოდა

არქეოლოგებმა დაამთავრეს გათხრების პირველი სერია უძველეს ქალაქ შილოჰის მიდამოში. იმედოვნებენ, რომ იქ იპოვნიან ბიბლიური ნაგებობების კვალს, სადაც ადრე მოწმობის კიდობანი ინახებოდა.

ბიბლიაში იხსენიება აკაციის ხისაგან დამზადებული და ბაჯაღლო ოქროთი მოვარაყებული კიდობანი, სადაც ათი მცნების ქვის ფირფიტები ინახებოდა.

ერთ თვიანი გათხრების შემდგომ ასობით არტეფაქტი იპოვეს, მათ შორის თიხის ჭურჭლეულობა, მონეტები, სამკაულები, იარაღები და ცხოველთა ძვლები, რომლებიც სავარაუდოდ მხვეერპლად შეწირულები იყვნენ.

გათხრები გაზაფხულზე ბიბლიური კვლევის ასოციაციამ დაიწყო, ისინი 21 მაისიდან 17 ივნისამდე მუშაობდნენ.

შილოჰში მრავალი გათხრები მომხდარა, თუმცა სალოცავი კარავი ჯერაც საიდუმლოებებით სავსეა.

სალოცავი კარავი შილოჰში ძვ.წ.ა. 1400 წელს უნდა გაეშალათ. თუმცა რაღაც ეტაპზე ის უნდა შეეცვალათ. მის ადგილად რაიმე რელიგიური ნაგებობდა აეშენებინათ.

ექსპერტთა თქმით უძველესი ქალაქი ძვ.წ.ა. 1650 წლისთვის უნდა დაარსებულიყო. ის ფილისტინიალებმა დაახლოებით ძვ.წ.ა. 1050 წელს დაანგრიეს, თუმცა შემდგომ ის განაახლეს. ის ადრეულ რომაულ პერიოდამდე დასახლებული რჩებოდა. მშენებლობა ქალაქში ბიზანტიური და ჯვაროსნული პერიოდშიდაც მიმდინარეობდა.

მრავალი ნაპოვნი არტეფაქტები მიუთითებენ რომ დასახლება მუდამ ხალხმრავალი იყო. აღმოჩენილი ცხოველთა ძვლები კი ამყარებენ მის რელიგიურ მნიშვნელობას.

მკვლევარები ძვლებს ექსპერტებს გაუგზავნიან სამომავლო ანალიზებისთვის.

„ბიბლიაში განსაზღვრულია თუ რომელი ცხოველი უნდა შეწირულიყო და ასევე მიუთითებდენ, რომ ისინი მცირე ასაკის უნდა ყოფილიყვნენ,“ ამბობს დოქტორი სკოტ სტროფლინგი, შილოჰის გათხრების დირექტორი.

„თუ ძვლები ემთხვევა ბიბლიაში მოხსენიებულ ცხოველებს და ასევე ასაკიც შესაბამისი აღმოჩნდა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისი წყარო გვაქვს ვივარაუდოდ, რომ აქ სალოცავი კარავი იმყოფებოდა.“