მნიშვნელოვანი სიახლეები
ბიბლიური რახელის სამარხი

ბიბლიური რახელის სამარხი

ბიბლიური რახელის სამარხზე მრავალი ქრისტიანული, ებრაული და მუსლიმანური ისტორიებია შექმნილი. ბეთლემის გასაოცარი სალოცავი, სადაც ის ასვენია არა მარტო კულტურული და ისტორიული ღირებულობისაა სამი რელიგიისთვის, არამედ გასაოცარ ისტორიას შეიცავს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

რახელის სამარხი პირველად ნახსენებია ახ.წ.ა. მე-4 საუკუნეში მაშინ, როცა ქრისტიანობა თავის ადგილს იმკვიდრებდა. ამ პერიოდში მრავალი ბიბლიური ადამიანთან დაკავშირებული სასწაულებრივი აღმოჩენები მოხდა. ზოგი მათგანის ნამდვილობა არაა სრულად დამტკიცებული.

ვინ იყო რახელი?

რახელი ბიბლიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ქალია. ისაა იოზეფისა და ბენიამინის დედა, ერთ-ერთი დედა ისრაელის თორმეტი ტომისთვის. რახელი იყო იაკობის საყვარელი ცოლი. ის გარდაიცვალა თავისი მეორე შვილის მშობიარობისას. რახელი მნიშვნელოვანი პიროვნებაა არა მარტო იუდაიზმში, არამედ ქრისტიანობასა და ისლამშიც.

რახელის სამარხი იუდაიზმში სამი უწმინდესი ადგილიდან ერთ-ერთად ითვლება. ის ქრისტიანობის ადრეული ხანიდან ერთ-ერთი მთავარ პილიგრიმულ ცენტრად ითვლებოდა. ეს ადგილი ასევე ცნობილია, როგორც ბალილ ბინ რაბაჰის მეჩეთი. ახლანდელი მეჩეთი ოტომან თურქთა იმპერიის მმართველობისას აშენდა. ბეთლემის ამ მიდამოში სამივე რელიგიის პილიგრიმები ერთმანეთს ხვდებოდნენ.

შუა საუკუნეებში მისი სამარხი იერუსალიმიდან 2.4. კმ-ის მოშორებით, ბეთლემთან ახლოს მდებარეობდა. ადგილმდებარეობა ცნობილი იყო ახ.წ.ა. მე-4 საუკუნეში, თუმცა ჯვაროსნულ ლაშქრობამდე არ იყო პოპულარული. ის ქრისტიანთა და მუსლიმებს შორის კომფლიქტის მიზეზი გახდა, რამაც სახელი გაუთქვა.

დღეს რახელის სამარხი ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

ასევე, რახელის სამარხი ერთ-ერთი ყველაზე მეტად საკამათო საკითხია მსოფლიოში. 2015 წელს უნესკომ ის „პალესტინის ნაწილად“ გამოაცხადა, რამაც დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.

გაგრძელებული ტრადიცია

ებრაული ტრადიციით რახელი ყველა თავისი შვილისთვის მზრუნველი და მოამაგეა. დღესაც კი მრავალი ქალი მიდის მის სამარხთან, განსაკუთრებით თუ მათ სამომავლოდ დედობა სურთ. რახელის სამარხი დედობის სიმბოლოა სამ სხვადასხვა რელიგიაში, რომელიც მიუხედავად განსხვავებისა, მათ აერთიანებს კიდეც.