მნიშვნელოვანი სიახლეები
ბიზანტიური ღვინო: ნეგევის უდაბნოში 1600 წლის წინანდელი საწნახელი აღმოაჩინეს

ბიზანტიური ღვინო: ნეგევის უდაბნოში 1600 წლის წინანდელი საწნახელი აღმოაჩინეს

The Times of Israel-ი იტყობინება, რომ ნეგევის უდაბნოს სამხრეთით, ისრაელში 1600 წლის წინანდელი ბიზანტიური საწნახელი იპოვეს. ექსპერტთა თქმით ბიზანტიური პერიოდის ღვინო მართლაც უნიკალურად მზადდებოდა.

ისრაელში უნიკალური საწნახელი იპოვეს

ბიზანტიამ, არსებობის ათას წლიანი ისტორიისას მრავალი რამ შექმნა თუ შემოინახა უძველესი ბერძნული ცივილიზაციიდან, მათ შორის ვენახის გაზრდის და ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც. დროთა განმავლობაში ბერძნული ღვინის დამზადების ცოდნა იხვეწებოდა და დიდად ფასობდა. ნეგავის ბიზანტიური ღვინო განსაკუთრებულად ძვირადღირებული და სახელგანთქმული იყო.

ნეგევის უდაბნოში, არქეოლოგთა ჯგუფმა მე-4 საუკუნის ბიზანტიის პერიოდის საწნახელი იპოვა. ეს მართლაც უნიკალური აღმოჩენაა, რადგან ამ მიდამოში სხვა საწნახელი არ უპოვიათ. დოქტორმა თალ ჯინმა The Times of Israel-ს უთხრა, „სამხრეთ ნეგევის რეგიონი ბიზანტიის იმპერიაში ცნობილი იყო თავისი ღვინით და სოფლის მეურნეობით.“

ავზი სადაც ყურძნის წვენი გროვდებოდა ორი მეტრის სიღრმის და 2.5 მეტრი დიამეტრის იყო, რაც ნიშნავს რომ მას 6500 ლიტრი ღვინოს დატევება შეეძლო. ასეთი ზომები მიანიშნებს, რომ საწნახელი დაკავშირებული იყო ახლომდებარე ბიზანტიურ ჯარის ნაწილთან და სავარაუდოდ მათ ღვინით ამარაგებდა ან ძალიან დიდ ექპორტს ეწეოდა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ახლი აღმოჩენა ისრაელში ღვინის წარმოებას უკავშირდებოდეს. უძველესი ისრაელი ცნობილი იყო ღვინის წარმოებით და ეს წესი აქ მცხოვრებმა სხვა ხალხებმაც გააგრძელეს.