მნიშვნელოვანი სიახლეები
ბიზანტიური იერიქონი: მოზაიკები და წყალსადენები

ბიზანტიური იერიქონი: მოზაიკები და წყალსადენები

იერიქონი  დედამიწაზე  ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი იუდეის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ის ოაზისის გარშემო გაშენდა. აქ ადამიანები ჯერ კიდევ მეზოლითის დროს დასახლდნენ და აგრძელებდნენ ცხოვრებას ხეშმონელთა ეპოქაში, რომისა თუ ბიზანტიის იმპერიისას, არაბთა დროს.

 1873 წელს იერიქონის ოაზისში ნაკვეთი იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა ანტონინმა შეიძინა. 1886 წელს კიდევ ერთი ნაკვეთი მღვდელთმონაზონმა ოპასაფმა შეიძინა. მალე მიწები  იმპერატორულ მართლმადიდებლურ პალესტინის საზოგადოებას გადაეცა. უკვე ხუთი წლის შემდეგ პირველი გათხრები დაიწყო. XIX საუკუნის  დასასრულის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი  აღმოჩენა  ბიზანტიური მოზაიკა იყო, მაგრამ მისი სათანადოთ შესწავლა მაშინ ვერ მოხერხდა.

2008 წელს პალესტინის ავტონომიამ იოასაფისეული ნაკვეთი რუსეთს დაუბრუნა და იქ სამუზეუმო-საპარკო კომპლექსის აგება გადაწყდა. გათხრების შედეგები, რომელიც მშენებლობის პროცესში და მაშ  შემდეგ  ტარდებოდა(2010-2013 წლები) ცალკე წიგნად გამოიცა - „ბიზანტიური იერიქონი“.

იერიქონი ცნობილია ბიბლიური პერიოდის შენობა-ნაგებობებით. უფრო გვიანი არქეოლოგიური ფენები ჩრდილში რჩებოდა. არადა თუნდაც იგივე ბიზანტიურ პერიოდში იგი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამლოცველო ცენტრი იყო. ამიტომაც აქ შესაბამისი „ინფრასტრუქტურა“ ვითარდებოდა. იგებოდა უამრავი ეკლესიების და მონასტრები, თავშესაფრები და სასტუმროები. რუსული ექსპედიცია სწორედ ბიზანტიური ხანის ქალაქის კვლევით შემოიფარგლა.

2010-2013 წლების გათხრებისას არქეოლოგებმა ბიზანტიური პერიოდის ნაგებობების კვალი აღმოაჩინეს. გაითხარა ბრინჯაოს საეკლესიო ნივთები და ხეშმონელთა, რომის, ბიზანტიის და ჯვაროსანთა ეპოქის ასობით მონეტა იქნა ნაპოვნი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო შუა საუკუნეების წყალმომარაგების სისტემა: რამდენიმე ავზი და მათი შემაერთებელი ბეტონის წყალსადინარები. ერთ-ერთ წყალსადინარში ბაზალტის ფილტრიც კი აღმოაჩნდა, რომელიც წყალს ნაგავისგან წმენდდა.

ექსპედიციამ საწარმოო შენობების კვალიც აღმოაჩინა: სამეთუნეო სახელოსნო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადასამუშავებელი „საწარმო“. სახელოსნოში რამდენიმე ღუმელი შემორჩა. მეორე შენობაში კი ფერადი მოზაიკა აღმოჩნდა, რომელიც VII საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება. მოზაიკის შემაკავშირებელი ხსნარის ანალიზით დადგინდა, რომ ამ შენობაში შაქრის ბადაგს ამზადებდნენ - იერიქონი ისტორიულ წყაროებში ყოველთვის განთქმული იყო თავისი შაქრითა და ბალზამით.