მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრინჯაოს დისკი, 2000 წლის წინანდელი გემის ნამსხვრევიდან, შესაძლოა უძველესი მექანიზმის ნაწილი იყოს

ბრინჯაოს დისკი, 2000 წლის წინანდელი გემის ნამსხვრევიდან, შესაძლოა უძველესი მექანიზმის ნაწილი იყოს

წინა საუკუნეში არქეოლოგებმა გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს, იპოვეს მოწყობილობა, რომელსაც ანტიკითერას მექანიზმი დაარქვეს. ის ძვ.წ.ა. პირველი საუკუნის რომაული გემის ნამსხვრევებთან ახლოს წყალქვეშ იყო. აქამდე უცნობია თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს მოწყობილობა. ის შესაძლოა ასტრონომიული ცვლილებების გამომთვლელი მანქანა ყოფილიყო. არტეფაქტი უკვე წლებია რაც არქეოლოგებს თავ-გზას უბნევს და არ ასვენებს.

წყალქვეშა არქეოლოგები აგრძელებენ გემის ნამსხვრევების შესწავლას ბერძნულ კუნძულ ანთიკითერას მახლობლად, ეგეოსის ზღვაში და უკვე იპოვეს კიდეც საინტერესო არტეფაქტები. 4 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ ანთიკითერას მექანიზმის მსგავსი ბრინჯაოს დისკი იპოვეს.

იმედოვნებენ, რომ ესეც „უძველესი კომპიუტერის“ ნაწილია. თუმცა ეს არაა ხრახნებიანი დეტალი როგორც რომ ფიქრობდნენ, არამედ ის ხარის გამოსახულების მქონე დისკია. ცხოველის გამოსახულება დეკორაციის ნაწილს გავს.

არქეოლოგებმა ასევე იპოვეს უნიკალური ქანდაკება და ადამიანთა ნეშთები

გათხრებისას სხვა აღსანიშნავი მონაპოვარი ბრინკაოს ქანდაკებები იყო. ბრინჯაოს კანდაკებები უძველეს საუკუნეებში იშვიათობა გახლავთ, მითუმეტეს დაუზიანებელი.

არქეოლოგებს საშუალება ექნებათ უკეთ შეისწავლონ ქანდაკებების დამზადების ტექნოლოგიები, ასევე თუ რა დანიშნულებითაც მზადებოდნენ ისინი.

ნაპოვნი ადამიანთა ნეშთი

გემზე დაღუპულთა ძვლები წინა წელს იპოვეს. მათი ნდმ-ის ანალიზი უკვე ჩატარდა.

„არქეოლოგები სწავლობენ ადამიანთა წარსულს მათი შექმნილი ნივთების მეშვეობით... ანთიკითერას წყალქვეშა გათხრებით ეხლა ჩვენ უკვე შევძლებთ თავად ამ ადამიანებს გავეცნოთ, ვინც გემზე იმყოფებოდნენ და იყენებდნენ ამ ნივთებს,“ თქვა არქეოლოგმა ბრენდენ ფოლეიმ  პრესასთან განცხადებისას.