მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრინჯაოს ხანის ტვინი

ბრინჯაოს ხანის ტვინი

ბრინჯაოს ხანის ადამიანის ტვინის ქსოვილი 4000 წლის მანძილზე შემორჩა. არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ ამ მონაპოვარით შეძლებენ მეტი გაარკვიონ პრეისტორიულ წარსულში მცხოვრები ადამიანის ჯანმრთელობაზე.

თურქეთში, სეიტომერ ჰოკუკში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ტვინი მსოფლიოში უძველესია. შემონახული ტვინის ნაწილის მეშვეობით მეცნიერები შეეცდებიან გაარკვიონ დაავადებების ან პათოლოგიების შესახებ, რომელიც შეიძლება ინდივიდს ჰქონოდა, როგორიცაა სიმსივნე ან ჰემორაგიული დაავადება, ასევე შეეცდებიან გაარკვიონ რა დაემართა ადამიანს სიცოცხლის ბოლო საათებში.

შემორჩენილი ტვინის ქსოვილი ცოტაა, რადგან ტვინის ქსოვილი მდიდარია ენზიმით და მისი უჯრედები სიკვდილის შემდგომ მალევე იშლება. ხრწნა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში  ნელდება. მაგალითად ინკას მსხვერპლშეწირული ბავშვი, რომელიც 500 წლის წინანდელია. მისი სხეული შემორჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ანდების მთებში გაყინული იყო დატოვებული.

თურქეთში ნაპოვნი ტვინი კი  ბუნებრივი კატასტროფის მეშვეობით შემორჩა. სავარაუდოდ დიდი მიწისძვრის შედეგად მთელი დასახლება მიწაში ჩაიმარხა. შემდგომ ხანძარი გაჩნდა, რასაც მიჰქონდა მთელი ჟანგბადი მიწაყრილიდან და ჩამარხული ტვინი მისსავე სითხეში მოხარშა. მსგავსმა გარემომ ხელი შეუწყო ტვინის ქსოვილის შემონახვას.

ამასთან ნიადაგში, სადაც გარდაცვლილი იპოვეს მაღალი შემცველობის კალიუმი, მაგნიუმი და ალუმინით გახლავთ მდიდარი. ამ ყველაფერმა ადამიანის ქსოვილები გადააქცია ნივთიერებად, რასაც „გვამის ცვილს“ ეძახიან და რბილ ქსოვილებს ინახავს.

შვეიცარიელი ფრანკ რუჰლი, ზურიჩის უნივერსიტეტიდან, ამბობს, არქეოლოგიისთვის გასაკვირია ის კი არაა, რომ ადამიანის სხეული ამგვარად შეიძლება შემორჩეს, არამედ ის, რომ უბრალო შემთხვევითობით ამდენმა ხელსაყრელმა პირობებმა შეიძლება ერთად მოიყაროს თავი.