მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთში კელტური კულტურის აზიასთან კავშირს იკვლევენ

ბრიტანეთში კელტური კულტურის აზიასთან კავშირს იკვლევენ

მეცნიერებმა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებიდან, ასევე ბრიტანულმა მუზეუმმა დაიწყეს კვლევითი პროექტი „ევროპული კელტური კულტურა კონტექსტში“, რომელიც რკინის ხანის კელტური ტომების ხელოვნებასა და აზიის ველებიდან (ჩინეთიდან უკრაინამდე) მათი თანამედროვეების შემოქმედებას შორის პარალელების ძიებაში მდგომარეობს.

ამ პროექტის ფარგლებში ბრიტანელი მეცნიერები ნახავენ არა მხოლოდ ბრიტანულ მუზეუმებს, არამედ გერმანულ, ფრანგულ, შვეიცარიულ და ავსტრიულ მუზეუმებსაც. იქ ისინი შეისწავლიან სამშვენისებს და სხვა არტეფაქტებს დიდი ველების მომთაბარე ტომების სამარხებიდან. სწორედ ამ არტეფაქტებში შეეცდებიან კელტური მოტივების მოძიებას.

undefinedundefinedundefined

 „ევროპაში კელტური ხელოვნება ასოცირდება ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა შოტლანდია და ირლანდია, მაგრამ ახლა ჩვენ ვფიქრობთ უფრო ფართო კავშირებზე, მთელს ევროპასა და აზიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონების ხელოვნებაში საერთო მოტივები არსებობდა, ევრაზიის სხვადასხვა ხალხები მსგავს მოტივებს იყენებდნენ, რომლებიც მათი ანიმისტური რწმენიდან მომდინარეობდა. იმ ქვეყნებში სადაც სულები მატერიალურ სამყაროში ბინადრობდნენ, სადაც საზღვარი ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს და უსულო საგნებს შორის წაშლილი იყო“, –ჰყვება პროფესორი კრის გოსდენი (Chris Gosden) ოქსფორდიდან, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

 უნდა აღინიშნოს, რომ ზოომორფულობა სწორედაც რომ კელტურ ორნამენტს ახასიათებს. ზოგჯერ კელტები ახალ ფანტასტიკურ ცხოველებს იგონებდნენ, აერთებდნენ რა სხვადასხვა ცხოველების ნაწილებს.

ანტიკურ ხანაში კელტებს ვრცელი ტერიტორია ეკავათ არა მხოლოდ დასავლეთ, არამედ ცენტრალურ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, რის გამოც მათი კონტაქტები აზიის ველებიდან მოსულ მომთაბარეებთან გამორიცხული არ იყო.