მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში 2200 წლის დიდ სასაფლაოს მიაკვლიეს

ჩინეთში 2200 წლის დიდ სასაფლაოს მიაკვლიეს

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში უძველესი სასაფლაო აღმოაჩინეს. მისი ასაკი 2200 წელს შეადგენს. სასაფლაოს ფართი 10 ათასი კვადრატული მეტრია. მასზე 60 საფლავი ოთხ რიგად არის ჩამწკრივებული. საფლავებში ნავის ფორმის კუბოებია აღმოჩენილი. მათი სიგრძე 4-7 მეტრია. ისინი იშვიათი ჯიშის ხის - ნიანმასგან არის დამზადებული. სასაფლაოზე სამასამდე სხვადასხვა არტეფაქტი: მონეტები, იარაღი, იოტა, თიხის და ბამბუკის ნაწარმი აღმოჩნდა.

 არქეოლოგების აზრით სასაფლაო მეომარი სამეფოების ეპოქას (ჩვენს ერამდე 475-221 წლები) და წინის დინასტიას (221-206 წლები ჩვენს ერამდე) განეკუთვნება.