მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში კანალიზაციის წმენდისას უძველეს ტაძარს მიაკვლიეს

ჩინეთში კანალიზაციის წმენდისას უძველეს ტაძარს მიაკვლიეს

ლეგენდარულ ი ტაძარი მუშებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. ისინი კანალიზაციას წმინდავდნენ, როცა უძველესი კედლის ნაშენი გამოჩნდა. მათ მაშინვე არქეოლოგებს მიმართეს. გათხრების შედეგად მეცნიერებმა 500-მდე ბუდას ქანდაკებას და 1000-მდე წარწერიან ფირფიტას მიაკვლიეს.

 არქეოლოგებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ეს სწორედ ის ზეციური საჩუქრის ტაძარია, რომელიც უძველეს გადმოცემებშია ნახსენები. ნაგებობა ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ააგეს და XI-XII საუკუნემდე იარსება. გადმოცემით ზეციური საჩუქრის ტაძარში აღვლენილ ლოცვას ყოველთვის შედეგი მოჰყვებოდა.