მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში კონფუცის უძველესი გამოსახულებას მიაკვლიეს

ჩინეთში კონფუცის უძველესი გამოსახულებას მიაკვლიეს

ჩინელმა მეცნიერებმა არქეოლოგიური გათხრების დროს, 2500 წლის წინათ მცხოვრები  ცნობილი ფილოსოფოსის კონფუცის გამოსახულება აღმოაჩინეს.

აღმოჩენა ძიანსის პროვინციაში გაკეთდა. გამოსახულება „არშემდგარი იმპერატორის“ ლიუ ხეს სამარხში აღმოჩნდა.

ექსპერტების აზრით გამოსახულება პირველი საუკუნის უნდა იყოს. იქვე წარწერებიც აღმოჩნდა, რომელიც კონფუცის ცხოვრების მომენტებს აღწერს და მის აფორიზმებს შეიცავს. სულ სპეციალისტებმა ორი ათასამდე იეროგლიფი აღმოაჩინეს.

ტექსტის ზუსტი აღწერა ჯერ უცნობია. ერთ-ერთი არქეოლოგის აზრით ფილოსოფოსის სიბრძნე ძველი ჩინეთის მმართველს სტრესულ ვითარებებში შველოდა.

 სავარაუდოთ კონფუცის გამოსახულებაზე ძველი მანტრები უნდა ეწეროს. ისტორიკოსების განცხადებით ლიუ ხე მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა და გამეფებიდან 27 დღის შემდეგ ჩამოაგდეს.

 თითქმის ერთთვიანი მმართველობის შემდეგ საწყალ იმპერატორს 1127 პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს, რომელთა შორის „ხაზინის გაფლანგვა“ და „უზომო ორგიების გამართვა“ იყო. ლიუ ხემ სიცოცხლის ბოლო წლები არაოფიციალურ გადასახლებაში გაატარა. იგი ერთ-ერთ მცირე სამთავროს მმართველი იყო.