მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში უძველესი „გიგანტების“ სამარხები აღმოაჩინეს

ჩინეთში უძველესი „გიგანტების“ სამარხები აღმოაჩინეს

ჩინეთის აღმოსავლეთით არქეოლოგებმა 5000 წლის წინათ მცხოვრები ადამიანების სამარხები აღმოაჩინეს. ისინი თავის დროისათვის უჩვეულოდ მაღლები იყვნენ.

შანდუნის პროვინციაში სამარხიდან ამოღებული ძვლების მიხედვით ერთ-ერთი დაკრძალულის სიმაღლე 190 სანტიმეტრს და კიდევ რამდენიმესი 180 სანტიმეტრს აღწევდა. ამგვარი დასკვნა ძვლების სტრუქტურის მიხედვით გაკეთდა.

 უნდა აღინიშნოს რომ იმ დროის საზომით ეს ადამიანები ნამდვილ გოლიათებს წარმოადგენდნენ.

 ნაშთები ლუნშანის კულტურის წარმომადგენლებს განეკუთვნებოდნენ. ეს კულტურა მდინარე ჰუანხეს აუზში ჩვენს ერამდე II ათასწლეულის მთელ განმავლობაში არსებობდა. მეცნიერებმა უკვე გამოარკვიეს, რომ ისინი ღორებს ამრავლებდნენ და პურს თესავდნენ. 

 იმ პერიოდში მაღალი ტანი ამ რეგიონის მცხოვრებთა დამახასიათებელ  ნიშანს წარმოადგენდა. ასე მაგალითად შანდუნის პროვინციის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ბრძენი კონფუცი, რომელიც ჩვენს ერამდე VI-V საუკუნეებში ცხოვრობდა, გადმოცემით 190 სანტიმეტრზე მაღალი იყო.

 ჩვენს დროში შანდუნელთა საშუალო სიმაღლე 1,75 მეტრს შეადგენს, მაშინ როცა ჩინეთში ეს მაჩვენებელი 1,72 მეტრია.