მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში წყალსაცავში ბუდას 600 წლის ქანდაკება აღმოაჩინეს

ჩინეთში წყალსაცავში ბუდას 600 წლის ქანდაკება აღმოაჩინეს

ჩინეთში, წყალსაცავზე რაბის რემონტის დროს ბუდას ქანდაკება აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 600 წელია.

მას შემდეგ, რაც წყალსაცავში  წყლის დონე 10 მეტრით დაწიეს, ქანდაკების თავი გამოჩნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ მოვლენას კეთილმოსურნე უწოდა.

პროვინცია ძიანსის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა სუი ჩანცინმა განაცხადა, რომ ქანდაკება სავარაუდოთ მინის დინასტიას (1368-1644 წლები) განეკუთვნება. სხვა ვერსიით მას იუანის (1271-1368 წლები)  დინასტიას მიაკუთვნებენ.

 ქანდაკება სიმაღლით 3,8 მეტრია და კლდეში არის გამოკვეთილი. სუი ჩანცინის ვარაუდით ქანდაკება გამოუკვლევი არქეოლოგიური განძის მხოლოდ ზედა ნაწილს წარმოადგენს. მის გვერდით წყალქვეშ უძველესი ტაძრის ნაშთი აღმოაჩნდა. სავარაუდოთ წყალსაცავი ძველი ქალაქის ნანგრევებზე მდებარეობს.

ქანდაკება კარგად არის შემონახული - მასზე უმცირესი დეტალებიც კი კარგად შეინიშნება.

წყალსაცავი ამ ადგილას 1960 წელს ააგეს.