მნიშვნელოვანი სიახლეები
დაკარგული ქალაქი და სახლი სადაც სავარაუდოდ ქრისტეს სამი მოციქული ცხოვრობდა

დაკარგული ქალაქი და სახლი სადაც სავარაუდოდ ქრისტეს სამი მოციქული ცხოვრობდა

არქეოლოგებმა გამოაცხადეს, რომ მათ შესაძლოა დაადგინეს დაკარგული რომაული ქალაქ იულიასის ადგილი, საიდანაც წარმოშობით ქრისტეს სამი მოციქული: პეტრე, ანდრია და ფილიპე იყვნენ. დაკარგული ქალაქი იულიასი მათი აზრით მდებარეობდა გალილეის ზღვის ჩრდილო სანაპიროზე.

არქეოლოგებმა ქრისტეს მოციქულთა დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს

უძველესი რომაული ქალაქი იულიასი შესაძლოა გალილეის ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობდა, როგორც იტყობინება Haaretz-ი. გათხრებისას მათ აღმოაჩინეს რომაული სტილის აბანო, რომელიც ქალაქის არსებობას მიანიშნებს და არა მეთევზეთა სოფელს, როგორც აქამდე ეგონათ.

რომაული პერიოდის ნაშთები ბიზანტიური პერიოდის ელ-არაჯის ნანგრევებს ქვემოთაა, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ეს იმ დაკარგული ქალაქის ადგილსამყოფელია, სადაც ქრისტეს მოციქულები ცხოვრობდნენ.

შესაძლოა დაკარგულ ეკლესიასაც მიაკვლიეს

არქეოლოგთა თქმით რომაული ფენა ძვ.წ.ა. 1-დან მე-3 საუკუნისაა, რომელშიც შედის აბანოც. თუმცა ნაპოვნია მეორე საუკუნის მონეტები და ერთი ვერცხლის დინარი, რომელზედაც იმპერატორი ნერონია გამოსახული და თარიღდება ახ.წ.ა. 65-66 წლებისთვის.

საინტერესო აღმოჩენებს შორისაა ნაპოვნი მოზაიკაც, რომელიც ალბათ მდიდარი ეკლესიის არსებობას მიუთითებს. Haaretz-ის ცნობით ახ.წ.ა. 725 წელს წმინდა მიწას ეწვია ბავარიის ეკისკოპოსი, რომელსაც წმინდა პეტრესა და ანდრიას სახლთან ნაგები ეკლესია მოუნახულებია. ეს არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ მათ შესაძლოა სწორედ ის ადგილი იპოვეს, სადაც მოციქული ძმები ცხოვრობდნენ.

მახლობელი მაგდალას დასახლების შესწავლისას დადგინდა, რომ გალილეის ზღვა რომაულ პერიოდში ზღის დონიდან 209 მეტრით დაბალი იყო. ეს ნიშნავდა, რომ ბიზანტიური პერიოდის ელ-არაჯი ძირითადად წყალქვეშ იყო მოქცეული. თუმცა, რომაული ფენა ზღვის დონიდან 211 მეტრით ქვემოთაა.

„ელ-არაჯი რომაული პერიოდისას არ იყო წყალქვეშ, როგორც აქამდე გვეგონა“ ამბობს არქეოლოგი Haaretz-ის სტატიაში.

ექსპერტები კიდევ გააგრძელებენ მუშაობას და შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი გაიგონ რომაული პერიოდის დასახლებაზე და რაც შეიძლება მეტ შეკითხვას გასცენ პასუხი.