მნიშვნელოვანი სიახლეები
დალიე შუმერულად: უძველესი ლუდის რეცეპტი ათასწლეულების წინანდელი ლურსმული ფირფიტებიდან

დალიე შუმერულად: უძველესი ლუდის რეცეპტი ათასწლეულების წინანდელი ლურსმული ფირფიტებიდან

დღეს ხალხი ლუდს სვამს მისი კარგი გემოსა და გახალისებისთვის. თუმცა ათასი წლის უკან ლუდს უფრო დიდი მნიშვნელობა ეკავა, ვიდრე დღეს. ლუდის აღმნიშვნელი შუმერული სიტყვა მრავალ ტექსტებში გვხდება, რომლებიც რელიგიას, მედიცინას და მითოლოგიას შეეხებიან. ლუდი ხშირად შუამდინარეთში სამუშაოს საფასურსაც წარმოადგენდა. უძველესი ლუდის დამზადების მეთოდები 6000 წლის წინანდელია. არქეოლოგებმა ამ სასმელის უძველესი შუმერული რეცეპტებით დამზადება შეისწავლეს.

უძველესი ხსენება ჩანაწერებში

უძველესი გამოსახულება ლუდის სმაზე გვხდება შუმერულ თიხის ფირფიტებში, რომლებიც დაახლოებით ძვ.წ.ა. 4000 წლებისთვის შეიქმნა. მასზე გამოსახულია ადამიანები, რომლებიც ლერწმის მეშვეობით ლუდს სასმისიდან წრუპავენ.

ჩვენდა სასიხარულოდ შუმერები კარგად ინახავდნენ თავიანთ ჩანაწერებს და 3 900 წლის წინანდელი ნინკასის პოემაში  ლუდის რეცეპტიც დაგვიტოვეს. ნინკასი გახლდათ ლუდის დამზადების, ნაყოფიერების და თესვის ქალღმერთი. პოემა აღგვიწერს, რომ შუმერულ პურ ბაფირს „არომატორებს“ ურევენ და ტოვებენ დიდ კასრის მაგვარ სასმისში.

ლუდის წარმოება შუამდინარეთში

ისტორიკოსებმა დაზუსტებით არ იციან თუ როგორ აღმოაჩინეს ადამიანებმა პირველად ლუდი. ზოგი მიიჩნევს ეს შემთხვევითობის დამსახურება იქნებოდა. პურის ნაჭერი ან მარცვლეულობა დასველდა და მათრობელი გახდა. თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ლუდი ადრეული ტექნოლოგიური მიღწევა იყო, რომელიც შეიძლება შუამდინარეთში დაწყებულიყო იქამდე, სანამ შუმერული ცივილიზაცია გაჩნდებოდა.

ლუდის კომპანიები შუმერულ რეცეპტს იყენებენ

წარმოიდგინე ლუდის დალევა, ზუსტად ისეთივესი, როგორსაც ადამიანები ათასობით წლის წინ სვამდნენ. ეს ეხლა თანამედროვე ლუდის კომპანიებისა და არქეოლოგთა თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა.  მათ შეისწავლეს უძველესი ჩანაწერები, ასევე არქეოლოგიური მონაპოვრები, თიხის ჭურჭლები და ინგრედიენტები, რომლებიც ჭუჭლებში იყო შემორჩენილი. ეს ყველაფერი გამოიყენეს, რათა უძველესი შუმერული ლუდის გემო აღედგინათ.

მრავალმა კომპანიამ უკვე შეძლო უძველესი ჩინური, ეგვიპტური, ირანული და ევროპული ღვინის დამზადება. შემდეგი ჯერი GLBC-ს ლუდის მწარმოებლებზე დადგა. მათ დაამზადეს 5000 წლის წინანდელი შუმერული ლუდი და რამოდენიმე წლის წინ გამოუშვეს. ისინი ისეთივე თიხის ჭურჭლებში გაყიდეს, როგორშიდაც მათ შუმერები ინახავდნენ. ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ იგი უფრო მეტად გაიყიდება.

„შეუძლებელია ამ ბიზნესში იყო და არ დაინტერესდე თუ როგორ ამზადებდნენ ლუდს და რა ტექნოლოგიას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები?“ ამბობს პეტ კონვეი, კომპანიის თანამფლობელი.

შუმერულ ლუდის რეცეპტში შედიოდა ქინძი, ილი, ლეღვი და ბროწეული. კომპანიამ ლუდის დამზადებისას ხის დიდი კოვზი და თიხის დიდი ჭურჭლები გამოიყენა, რომლის მსგავსიც ერაყში გათხრებისას იპოვეს. თუმცა, პირველ ჯერზე ლუდი სავსე იყო ბაქტერიებით, თბილი და ცოტათი მომჟავო გემო ჰქონდა. ასეთი სასმელი ალბათ ყველა გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს.