მნიშვნელოვანი სიახლეები
დერავარის ციხე: რა შემორჩა ერთ დროს აყვავებული უდაბნოს ცივილიზაციისგან? (+ვიდეო)

დერავარის ციხე: რა შემორჩა ერთ დროს აყვავებული უდაბნოს ცივილიზაციისგან? (+ვიდეო)

დერავარის გასაოცარი ციხე მდებარეობს პაკისტანის პროვინცია პუნჯაბაში, დღევანდელი ბაჰავალპურის მიდამოში. ციხის ისტორია ახ.წ.ა. მე-9 საუკუნიდან მოდის, თუმცა მისი დღევანდელი სახე მე-18 საუკუნიდან უნდა მოდიოდეს.

მოგზაურთა დამცველი

დევარის ციხე მდებარეობს ჩოლისტანის უდაბნოში, რომელიც ტარის უდაბნოს დასავლეთ მხარეს ემიჯნება. არქეოლოგიური გათხრების მიხედევით, უდაბნოში ერთ დროს ჰაკრას მდინარე მიედინებოდა და მისი კალაპოტის კვალი ჯერაც შეინიშნება. იქ მცხოვრებთა შორის შორის იყვნენ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ამ რეგიონში ძვ.წ.ა. 600 წლისთვის ჰყვაოდა. თუმცა როცა მდინარემ თავისი კალაპოტი შეცვალა და მიწისქვეშ გაუჩინარდა მიდამო უდაბნოდ და ადამიანებისთვის რთულ საცხოვრებელ ადგილად იქცა.

მართალია მიდამო ადამიანებისთვის საცხოვრისად არახელსაყრელი გახდა, მაგრამ სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთსა და ცენტრალური აზიას აკავშირებდა, დარჩა. ასევე ამ გზით მუსულმანი პილიგრიმები მიდიოდნენ მექაში. ამიტომაც დერავარის ციხე აშენდა, რათა ვაჭრები და პილიგრიმები მძარცველებისგან დაეცვა და ასევე თავშესაფარი მიეცა.

ციხე-სიმაგრის ისტორია

დერავარის ციხე არ იყო ერთადერთი სიმაგრე მოგზაურთა გზაზე, თუმცა ის დრომ ყველაზე უკეთ შემოინახა და უდაბნოს ციხის ყველაზე საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

ციხე ახ.წ.ა. მე-9 საუკუნეში რაი ჯაჯა ბჰატიმ, ბჰატის კლანის რაჯპუტმა მმართველმა ააშენა. თუმცა, მეორე წყაროს მიხედვით ის რაჯპუტ რავალ დეორაჯმა ააშენა, რომელიც ეს მიდამო ახ.წ.ა. 800-იანი წლებისთვის დაიპყრო. ციხის დევა რავალი სავარაუდოდ გამარჯვებული მეფის საპატივცემულოდ დაერქვა. დროთა განმავლობაში სახელი შემოკლდა და დერავალი გახდა.

ბაჰავაპლურის მმართველთა რეზიდენცია

დერავარის ციხე ბჰატი რაჯპუტების საკუთრება იყო სანამ მე-18 საუკუნეში ის აბასისების ხელში გადავიდა, ტომი რომლებიც თავს აბასიდების ხალიფების შთამომავლებად თვლიდნენ. 1733 წელს ციხე ამირ სადექ მუმამედ ხანმა აიღო, რომელმაც მაჰავაპლურის საფეოდალო დაარსა. თუმცა აბასისები დამარცხდნენ, მათ ციხე 1747 წელს დაკარგეს და 1804 წელს შეიპყრეს.

ციხე ბაჰავალპურის საცხოვრისად რჩებოდა სანამ მათ 1970-იანი წლებისთვის უდაბნო მიატოვეს. ციხე ჯერაც მათ მფლობელობაშია და მნახველებს მათთან შეთანხმება უწევთ მის მოსანახულებლად.