მნიშვნელოვანი სიახლეები
დერბენტში VIII საუკუნის არაბული მონეტა აღმოაჩინეს

დერბენტში VIII საუკუნის არაბული მონეტა აღმოაჩინეს

დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის არქეოლოგებმა დერბენტში გათხრებისას VIII საუკუნის უნიკალური არაბული მონეტა აღმოაჩინეს. იგი იმ დროში, ქალაქის სავაჭრო-ეკონომიკურ მნიშველობას ხაზს უსვავს და ფულის ბრუნვის დამადასტურებელია.

სპილენძის წვრილი  მონეტა ფელსი, ერთი წლის წინათ აღმოაჩინეს. „ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა. მსგავსი მონეტები შეიძლება თითებზე დაითვალო და ძირითადათ მუზეუმებსა და აუქციონებზე თუ ჩანს.

 „ჩვენი მონეტა დერბენტში გათხრებისას ერთადერთი აღმოჩენილი და დაკომენტირებული მონეტაა . იგი ქალაქის ზარაფხანის მუშაობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს დერბენტის, ანუ როგორც მას მაშინ არაბები უწოდებდნენ  ბაბ-ალ-აბვაბის მნიშვნელობას“, - ამბობს დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი მურთაზალი გაჯიევი.

თავიდან დერბენტში აღმოჩენილი მონეტა ჰიჯრის 128 წლით დაათარიღეს, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის 743-744 წლებს უდრის, მაგრამ დაზუსტებული წაკითხვით, მონეტის ასაკი 6 წლით შემცირდა - იგი ჰიჯრის 122 წელს მოუჭრიათ. წერილობით წყაროებში დერბენტში არსებულ ზარაფხანაზე არაფერია ნათქვამი. აღმოჩენილი მონეტა ზარაფხანის არსებობის ერთადერთი ნიშანია.

მონეტის წარწერის მიხედვით იგი ალ-ბაბში (შემოკლებული ბაბ-ალ-აბვაბ - დერბენტი) არის მოჭრილი. ეს მონეტა არაბული ხალიფატის მიერ კავკასიაში დანიშნული მმართველის მირვან იბნ მუჰამადის მიერ არის მოჭრილი. ქართველები მას მურვან ყრუს სახელით ვიცნობთ. მომავალში იგი მირვან II-ის სახელით ხალიფატის მმართველი გახდება. მაშინ სამგვარი მონეტა იყო ბრუნვაში. ყველაზე მეტი გასავალი სპილენძის ფელს  ჰქონდა, შემდეგ მოდიოდა ვერცხლის დირჰამი და ოქროს დინარი.

დერბენტის ზარაფხანის შესახებ სრული კვლევა არავის უწარმოებია. როგორც ცნობილია პირველი ომეიადური ტიფის მონეტა 712 წელს მოჭრეს. ალ-ბაბის ზარაფხანამ სისტემატურად მუშაობა 730 წლიდან დაიწყო, როცა დირჰემებსა და ფელსებს უშვებდნენ. აბასიდემის პერიოდის მმართველები მხოლოდ ფელსებს ჭრიდნენ. დერბენტის პირველი მმართველების - ჰაშიმიდების მიერ  მოჭრილი დირჰემები ძალიან იშვიათია.