მნიშვნელოვანი სიახლეები
დმანისელი ჰომინიდი პირველი ადამიანია, რომელმაც აფრიკა დატოვა

დმანისელი ჰომინიდი პირველი ადამიანია, რომელმაც აფრიკა დატოვა

დმანისელი ჰომინიდი თანამედროვე ადამიანის ყველაზე პირველი წინაპარია, რომელმაც აფრიკა დატოვა და კავკასიის მთებში, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდა. ამ დაბალმა არსებებმა მიგრაციის პროცესში, ცეცხლისა და ტანსაცმლის გარეშე, საკვებისათვის მტაცებელ ცხოვლელებთან მძაფრ კონკურენციაში თითქმის 6000 კილომეტრი გაიარეს.

1,77 მილიონი წლის წინათ დმანისი სხვადასხვა სახეობებისა და ჯგუფებისათვის გზაჯვარედინს წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ  ხმალკბილა ვეფხვები, ეტრუსკული მგლები და ლომისხელა გიენები. მაგრამ მეცნიერებს მათზე უფრო დამანისის შემოგარენის ერთი მაცხოვრებელი აინტერესებთ - კაცობრიობის სახელით ცნობილი ოჯახის პირველი წევრები.

სწორედ აქ პატარათავიანი პრიმიტიული ჰომინიდები პრიმიტიული ქვის იარაღებით ნადირობდნენ  და ნანადირევს უმად მიირთმევდნენ. ზოჯგერ თავად ხდებოდნენ მტაცებელი ცხოველების მსხვერპლნი, რაზეც მათ ძვლებზე მტაცებელთა ეშვების კვალი მიუთითებს.

დმანისი და მისი გარემომცველი ტერიტორია შემდგომში გადაშენებული ჰომინიდების სახლი გახდა, რომლებიც  Homo georgicus სახელით არიან ცნობილები. ამ პრიმიტიულმა არსებებმა პირველებმა დატოვეს გვალვიანი აფრიკა და მთელი მონდომებით ცდილობდნენ ცეცხლისა და ტანსაცმლის გარეშე მკაცრ ჩრდილოეთის კლიმატში თავი გადაერჩინათ. სადღეისოდ 4 ჰექტარის ფართობზე აღმოჩენილი ძვლები აფრიკის გარეთ ჰომინიდების ყველაზე ძველი ნაშთებია. სულ მთლიანობაში 5 თავის ქალა და 50-მდე ძვალია ნაპოვნი. ორი წლის წინათ უნიკალური თეძოს ძვალიც აღმოაჩინეს.  „მსგავსი ადგილები მსოფლიოში უბრალოდ არ არის. ეს თანამედროვე ადამიანების ჩრდილოეთი საცხოვრებელია“, - ამბობს არქეოლოგი ნიკ ტოტი ბლუმინგტონის ინდიანას უნივერსიტეტიდან (აშშ).

 25 წლის წინათ, სანამ  დმანისში პირველ ყბის ძვალს აღმოაჩენდნენ, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ აფრიკიდან წამოსული პირველი ადამიანები კლასიკური Homo erectus-ები იყვნენ. ადამიანთა ეს მაღალი, შედარებით ზორბა წარმომადგენლები დაახლოებით 1,9 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ და ცნობილები თავისი გამოგონებით - ქვის ნაჯახით არიან.  როგორც მეცნიერები თვლიდნენ H. erectus-ებმა პირველებმა დატოვეს აფრიკა 1,6 მილიონი წლის წინათ და აზიაში გადავიდნენ. მაგრამ რაც უფრო მეტ ძვლებს და ქვის იარაღებს პოულობენ დმანისში, მით უფრო სხვა სურათი იხატება.

 დღეისათვის ნაპოვნი გაქვავებული ნაშთები თვალნათლივ გვანახებენ, რომ „კაცობრიობის პიონერები“ დაბალი, პრიმიტიული არსებები იყვნენ. მათი სიმაღლე მეტრნახევარს არ აღემატებოდა, ხოლო ტვინის მოცულობა თანამედროვე ადამიანის ტვინის მოცულობის მესამედს აღწევდა. ზოგი პალეონტოლოგის აზრით აღმოჩენილი ნაშთები H. еrectus-ის ადრეულ პრიმიტიულ ფორმებზე უფრო  მეტ წარმოდგენას გვიქმნიან ვიდრე  აფრიკაში აღმოჩენილი გაქვავებული ნაშთები. რიკ პოტსის, სმიტსონის ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ისტორიის ეროვნული მუზეუმის (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოკრუგი) პალეოანთროპოლოგის აზრით  დმანისელი ჰომინიდები H. еrectus-ის წარმოშობაზე საკმაოდ მტკიცე კონცეფციას ქმნის.

ამა წლის შემოდგომაზე საქართველოში ანთროპოლოგთა კონფერენცია ჩატარდა „დმანისი და რა არის მის მიღმა“, სადაც მკვლევარებმა გააერთიანეს თავიანთი ძალისხმევა რათა ეპასუხათ კითხვისათვის:  როგორ გადალახეს ამ მარტივმა ჰომინიდებმა 6000 კილომეტრი აფრიკიდანკავკასიის მთებამდე?  როგორც გაირკვა ეს არცთუ ისე ადვილი იყო. პალეოანთროპოლოგ ენნ მარგველაშვილის სიტყვებით მათ „ტკივილის მთელი გუდა“ ჰქონდათ. ჯერ კიდევ მოზარდობისას ჰომინიდების უმრავლესობას ცუდი ჰიგიენისა და საკვების დაბალი ხარისხის გამო კბილების პრობლემა აწუხებდათ.  სტომატოლოგიური ინფექციები საყოველთაოდ იყო მოდებული და მომავალ ადმიანებს ჩამოცვენილი კბილები ხშირად მძივებად ეკეთათ. მათ მაინც შეძლეს მწირი იარაღების შექმნა: მეცნიერებმა  15 000-მდე საფხეკი, სოლი და 900-მდე არტეფაქტი 1,76-1,85 მილიონი წლის ასაკის დანალექ ქანებში აღმოაჩინეს. ეს საფხეკი, საჭრელი და დასანაყი ინსტრუმენტები დამზადებულია  ხელში მოხვედრილი პირველივე მასალებისგან:  ჰომინიდები სპეციალურად არ ეძებდნენ შესაბამის მასალას იარაღის დასამზადებლად, ისინი იღებდნენ იმას რაც ხელთ მოხვდებოდათ.

 ასეა თუ ისე, ეს ჯუჯა არსებები დიდ მტაცებლებსაც კი საკმაო მძაფრ კონკურენციას უწევდნენ. ეს თავნება ჰომინიდები ზოგჯერ მხეცისათვის ბუნაგის წართმევასაც ახერხებდნენ. როგორც ეტყობა სწორედ მაშინ იგრძნო ადამიანმა პირველად თავი ბუნების მბრძანებლად.