მნიშვნელოვანი სიახლეები
დროში დაძირული ცივილიზაცია

დროში დაძირული ცივილიზაცია

ინდოეთში საოცარი კულტურული ძეგლების არქოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც 4–5 ათასი წლით მიდის დროის სიღრმეში. მას 1,3 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართი უკავია, ეს უძველესი ცივილიზაცია თავისი ზომით აღემატება თავის თანადროულ დიდ ცივილიზაციებს – ეგვიპტესა და მესოპოტამიას ერთად აღებულს. მისი ქალაქები ჩვენი დროის ახალმშენებლობების მსგავსად მკაცრად იყო დაგეგმარებული.

აღმოსავლეთმცოდნეობა, როგორც მეცნიერება XVI-XVII საუკუნეებში ჩაისახა, როცა ევროპის ქვეყნები კოლონიური დაპყრობის გზას დაადგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა არაბულ სამყაროს გაცილებით ადრე გაეცნო. აი ეგიპტოლოგია უფრო გვიან გაჩნდა – მისი ჩასახვის თარიღად 1822 წელს მიიჩნევენ, როცა ფრანგმა მეცნიერმა შამპილიონმა ეგვიპტური იეროგლიფების სისტემა გაშიფრა.  და მხოლოდ დაახლოებით ერთი საუკუნის უკან, 1922 წელს დაიწყეს პირველად არქეოლოგებმა მდინარე ინდის მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა. ისინი მაშინვე სენსაციას წააწყდნენ: აღმოჩენილი იქნა მანამდე უცნობი უძველესი ცივილიზაცია. მას ჰარაპას ცივილიზაცია უწოდეს – მისი ერთ–ერთი ძველი ქალაქის ჰარაპის სახელის მიხედვით.

undefined

როცა ინდოელმა არქეოლოგებმა საჰინმა და ბანერჯიმ ბოლოს შეხედეს თავიანთი გათხრების შედეგებს, წითელი აგურით ნაშენი ინდოეთის უძველესი ქალაქის ნანგრევები დაინახეს, რომელიც პროტოინდურ ცივილიზაციას ეკუთვნოდა, ქალაქის რომელიც საკმაოდ უცნაური იყო მისი შექმნის დროისათვის – 4,5 ათასი წელი. იგი უდიდესი პედანტურობით იყო დაგეგმილი: თითქოსდა სახაზავით გავლებული ქუჩები, სახლები ძირითადათ ერთნაირები, რომლებიც პროპორციით ტორტის ყუთებს ჰგავნდნენ, მაგრამ ამ „ტორტის“ ფორმის უკან ხშირად ასეთი კონსტრუქცია იმალებოდა: ცენტრში ეზო, მის გარშემო კი – ოთხი–ექვსი საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო და დასაბანი სათავსი (ასეთი დაგეგმარება უფრო ხშირად მოჰენჯო–დაროში გვხვდება, ამ ცივილიზაციის სიდიდით მეორე ქალაქში). ზოგიერთ სახლებში შემორჩენილი კიბის ბაქნები იმაზე მიუთითებს, რომ სულ ცოტა ორსართულიან სახლებსაც აშენებდნენ. მთავარი ქუჩები ათი მეტრის სიგანის იყო, გასასვლელების ქსელი ერთ მარტივ წესს ემორჩილებოდნენ: მკაცრად ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

undefined

მაგრამ ეს ჭდრაკის დაფასავით მონოტონური ქალაქი მის მცხოვრებლებს არნახულ პირობებს სთავაზობდა. მის ყველა ქუჩაზე არხები იყო გაყვანილი, რომელთა დახმარებით სახლებში წყალი შედიოდა (თუმცა ზოგიერთი სახლის გვერდით ჭებიც იქნა ნაპოვნი). მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველი სახლი კანალიზაციის სისტემასთან იყო დაკავშირებული, რომელიც მიწის ქვეშ იყო გაყვანილი გამომწვარი აგურის მილებით და მთელი ფეკალური მასები ქალაქ გარეთ გადიოდა. ეს გენიალური საინჟინრო ნაგებობა ერთ ადგილზე ადამიანების დიდი მასების თავმოყრის საშუალებას იძლეოდა: ქალაქ ჰარაპაში დრო და დრო 80 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მაშინდელი ქალაქების მშენებლების ინსტინქტი მართლაც და განსაცვიფრებელია! არაფერი არ იცოდნენ მავნე ბაქტერიების შესახებ, მით უფრო თბილ აქტიურ კლიმატში, მაგრამ შესაძლებელია ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება და ამიტომ მათ შეძლეს მოსახლეობის დაცვა საშიში დაავადებების გავრცელებისგან.

ძველმა მშენებლებმა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან სხვა დაცვაც მოიფიქრეს. ისევე როგორც სხვა ადრეული ცივილიზაციები, დიდი მდინარეების ნილოსისა (ეგვიპტეში) და ევფრატისა და ტიგროსი (მესოპოტამიაში)  თუ ჰუანჰეს და იანძის (ჩინეთში), ჰარაპა ინდის დაბლობში აღმოცენდა, სადაც ნიადაგი ძალიან ნაყოფიერი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ სწორედ ეს ადგილები განიცდიდნენ დიდ ზარალს მდინარეების დონის დიდი ცვლილებისგამო, რომელიც ხშირად 5–8 მეტრს აღწევდა. იმისათვის რომ ქალაქი დაეცვათ წყალდიდობისგან, ინდოელი მშენებლები სახლებს ათმეტრიან აგურის პლატფორმებზე აგებდნენ. მიუხედავად ამისა ქალაქები ძალიან სწრაფად, რამდენიმე წელიწადში შენდებოდა.

ჰარაპას ცივილიზაციის საუკეთესო წლებში, ქალაქების ჰარაპასა და მოჰენჯო–დაროს ირგვლივ, უფრო მცირე დასახლებულ პუნქტებში შენდებოდა. მათი რიცხვი 1400 აწღევდა. ამ დროისათვის გათხრების შედეგად ორი ძველი დედაქალაქის მხოლოდ მეათედია გაწმენდილი. მაგრამ უკვე შეამჩნიეს, რომ ნაგებობების ერთსახეობა ზოგ ადგილას დარღვეულია. დელავირში, ინდის დელტის აღმოსავლეთით, არქეოლოგებმა ლამაზად მოხატული კარები, კოლონადებიანი თაღები, ხოლო მოჰენჯო–დაროში – ე.წ. „დიდი აუზი“, გარშემორტყმული ვერანდებით, კოლონადებით და გასახდელი ოთახებით, აღმოაჩინეს.

 undefined

მოქალაქეები

არქეოლოგ გოტრელს, რომელიც ჰარაპაში 1956 წელს მუშაობდა, მიაჩნდა, რომ მსგავს ქალაქ–ყაზარმებში ადამიანები კი არა, დისციპლინირებული „ჭიანჭველები“ მუშაობდნენ. „ამ კულტურაში, – წერდა არქეოლოგი, – იყო ცოტა ბედნიერება, ბევრი სამუშაო და მატერიალური თამაშობდა გადამწყვეტ როლს“, მაგრამ მეცნიერი შეცდა. ჰარაპას საზოგადოების სიძლიერე სწორედ მის მოქალაქეებში იყო. ეხლანდელი არქეოლოგების აზრით, ქალაქი მისი არქიტექტურული ერთგვაროვნების მიუხედავად, დასახლებული იყო ადამიანებით, რომელთაც არ აწუხებდათ მელანქოლია, პირიქით განსაცვიფრებელი ცხოვრებისეული ენერგია და შრომისმოყვარეობა გააჩნდათ.

რას საქმიანობდნენ ჰარაპას მცხოვებნი? ქალაქის სახეს განსაზღვრავდნენ ხელოსნები და ვაჭრები. აქ ართავდნენ მატყლს, ქსოვდნენ, ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს – სიმტკიცით იგი ქვას უტოლდება, ჭრიდნენ ძვალზე, ამზადებდნენ საიუველირო ნაწარმს. მჭედლები მუშაობდნენ სპილენძთან და ბრინჯაოსთან, ჭედავდნენ მისგან ხელსაწყოებს, ამ შენადნობისთვის განსაკუთრებით მტკიცეს, მათი სიმტკიცე თითქმის ფოლადისას უტოლდებოდა.

მათ შეეძლოთ თბური დამუშავებით ზოგიერთი მინერალისთვის ისეთი სიმტკიცე მიენიჭებინათ, რომ მათი დახმარებით სერდოლიკის მძივსაც კი ხვრეტდნენ. მაშინდელი ოსტატების ნაკეთობებს თავისი განუმეორებელი სახე ჰქონდა, რომლებიც დღემდე შემორჩა. მაგალითად, დღეს ჰარაპას და მოჰენჯო–დაროს სიახლოვეს, გლეხთა ოჯახებში შეიძლება ისეთი საოჯახო ნივთების ნახვა, რომლებიც არქოლოგებს თავისი „პროტოინდური“ ფორმებით ანცვიფრებს. ეს გარემოება მხოლოდ ამტკიცებს ინდური სახელმწიფოს დამაარსებლის ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვებს: „ხუთი ათასი წლის მანძილზე ინდოეთის ისტორიაში იყო ბევრი შემოსევები და გადატრიალებები, მაგრამ ინდოეთმა შეინარჩუნა უწყვეტი კულტურული ტრადიციები“.

რას ეფუძნება ასეთი ფენომენი? ანთროპოლოგი პოსელი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან (აშშ) მივიდა დასკვნამდე, რომ ძველ ინდოელთა ხალხში ისეთი  ხასიათის ნიშნების შეერწყმა, როგორიცაა მშვიდობის, ურთიერთობის და კეთილგონიერების სიყვარული, რაც გვაძლევს შესაბამის შედეგს. არცერთ სხვა ცივილიზაციას ზემოთ მოყვანილი ხასიათის ნიშნები არ გაუერთიანებია.

ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2600–1900 წლებში ხელოსნებისა და ვაჭრების საზოგადოება თავისი განვითარების ზენიტშია. ქვეყანას მაშინ ერთ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია ეკავა. პროტოინდური ცივილიზაცია შემთხვევით არ გაჩენილა ინდის ნაპირებზე, როგორც ეგვიპტეში და მესოპოტამიაში, აქაც მდინარე იყო სიცოცხლის მომნიჭებელი: მას მოჰქონდა ნოყიერი შლამი და ტოვებდა ვრცელ ველებზე. ადამიანები ცხოვრპბდნენ მიწათმოქმედებით მეცხრე–მეშვიდე ათასწლეულიდან. ეხლა მათ აღარ უწევდათ დილიდან გვიან ღამემდე ნადირობა ანდა საკვები მცენარეულის მოგროვება. ადამიანს გაუჩნდა დრო ფიქრისათვის, უფრო მოხერხებული სამუშაო იარაღის დასამზადებლად. სტაბილური მოსავალი ადამიანს განვითარების საშუალებას აძლევდა. მოხდა შრომის დანაწილება: ერთი მიწას ხნავდა, მეორე ქვის იარაღს ამზადებდა, მესამე ხელოსანთა ნახელავს ცვლიდა მეზობელ თემებში.

ეს ნეოლითური რევოლუცია ნილოსის ევფრატის ტიგროსის ჰუანჰეს იანძისა და ინდის ნაპირებზე მოხდა. არქეოლოგებმა ინდოეთში მისი ბოლო ფაზა გათხარეს – როცა ჰარაპამ და სხვა ქალაქებმა გარკვეულ განვითარების დონეს მიაღწიეს.

ჰარაპას ცივილიზაციის დონეს მაღალპროდუქტიული მიწადმოქმედება  (წელიწადში ორი მოსავალი მოჰყავდათ) და მესაქონლეობა განსაზღვრავდა. ლოტჰალში არქეოლოგებმა 2,5 კილომეტრის სიგრძის არხს მიაგნეს, აქედან კი ის დაკვნა გამომდინარეობს, რომ სოფლის მეურნეობაში ირიგაციული სისტემა გამოიყენებოდა.
undefined

 დამწერლობის საიდუმლო

 ხელოსანთა და ვაჭართა საზოგადოებას როგორც ჩანს არ ჰყავდათ არც მონარქები და არც ქურუმები: ქალაქებში არ აღმოჩნდა მათთვის განკუთვნილი მდიდრული შენობები. არც მდიდრული სამარხები აღმოჩნდა, რომლებიც შორიდან მაინც ემგვანებოდა  თავისი მასშტაბებიტ ეგვიპტურ პირამიდებს. უცნაურია, მაგრამ ამ ცივილიზაციას  არც არმია არ სჭირდებოდა, იგი არ აწყობდა დაპყრობით ომებს. როგორც გათხრების შედეგებიდან სჩანს, ჰარაპას მოქალაქეებს არ ჰქონდათ იარაღი. ისინი მშვიდობის ოაზისში ცხოვრობდნენ.

ზოგიერთი მკვლევარი ქალაქებში ციხე–სიმაგრების და სასახლეების არ არსებობას იმით ხსნის რომ რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. მეორეს მხრივ მრავალრიცხოვანი ცხოველების გამოსახულებიანი ქვის ბეჭდების პოვნა იმაზე მიუთითებს, რომ მმართველობის სისტემა ოლიგარქიული იყო, მას ვაჭართა და მიწის მფლობელთა კლანები იყოფდნენ. მაგრამ ამ ხედვას ეწინააღმდეგება არქეოლოგთა დასკვნები: გათხრილ საცხოვრებელ სახლებში მათ ვერ აღმოაჩინეს მფლობელთა ფუფუნების ან სიღარიბის კვალი. იქნებ დამწერლობას შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?

მეცნიერები რომლებიც ძველი ინდოეთის ისტორიას შეისწავლიან ეგვიპტოლოგებზე ანდა შუამდინარეთის შემსწავლელ მათ კოლეგებზე  უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უკანასკნელ ორ ცივილიზაციაში დამწერლობა ბევრი ასწლეულით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ჰარაპაში, მაგრამ საქმე მარტო ამაში არაა. ჰარაპას დამწერლობა ძალიან მწირია, ნახატობრივი ნიშნები, იეროგლიფები წარწერებში ერთეული სახითაა წარმოდგენილი – 5–6 იეროგლიფი წარწერაზე. მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინეს ყველაზე დიდი ტექსტი,მასში 26 ნიშანია. მიუხედავად ამისა წარწერები საყოფაცხოვრებო თიხის ნივთებზე საკმაოდ ხშირია. ეს კი ალბათ იმას ნიშნავს რომ დამწერლობის ცოდნა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი არ იყო. გამშიფრავებს ჯერ კიდევ ყველაფერი წინა აქვთ: არაა ცნობილი ენა, არაა ცნობილი დამწეერლობის სიტემა.

ამიტომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლას. მაგალითად არქეოლოგების ხელში მოხვდა მოცეკვავე ქალის ფიგურა. აქედან გაკეთდა დასკვნა რომ ქალაქში უყვარდათ ცეკვა და მუსიკა. როგორც წესი ერთიცა და მეორეს რელიგიური რიტუალების შემადგენელი ნაწილია. მაგრამ როგორა ამ კუთხით მოჰენჯო–დაროს „დიდი აუზის“ დანიშნულება? იგი ჩვეულებრივი აბანო იყო თუ რელიგიური რიტუალების შესასრულებელი ადგილი? ჯერჯერობით არაა პასუხი ისეთ მარტივ კითხვაზე როგორიცაა: ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს თუ ყველა ჯგუფს თავისი ღმერთი ჰყავდა? წინ ახალი გათხრებია.

 undefined

მეზობლები

 არქეოლოგებს აქვთ ასეთი წესი: შესასწავლი ქვეყნის მეზობლებში ეძებონ მათთან კავშირის ნიშნები. ჰარაპას ცივილიზაციის ნიშნები ნაპოვნია შუამდინარეთში – მისი ვაჭრები იყვნენ ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე. ამაზე ვაჭართა აუცილებელი თანამგზავრები, საწონები მიუთითებენ. ჰარაპას წონის ერთეულები სტანდარტიზირებულები იყვნენ, ამიტომ ჰარაპას საწონები დანიშნული ატომებივითაა. მათ პოულობენ არაბეთის ზღვის სანაპიროს მრავალ ადგილას, ხოლო ჩრდილოეთით ამუ–დარიას ნაოირებზეც კი. აქ ინდოელი ვაჭრების ყოფნაზე ჰარაპას ვაჭრების ბეჭდებიც მიუთითებს. შუმერულ ლურსმულ წარწერებში ნახსენებია ზღვისგადაღმა ქვეყანა მელუხ თუმელუხა, თანამედროვე არქეოლოგია მას ჰარაპასთან აიგივებს.

არაბეთის ზღვის ერთ–ერთ ყურეში გათხრების დროს საპორტო ქალაქი ლოტჰალი აღმოაჩინეს, რომელიც ჰარაპას კომპლექს ეკუთვნის. აქ აღმოჩნდა გემსაშენი, მარცვლეულის საწყობი და მარგალიტის დასამუშავებელი სახელოსნო.

რა საქონელი მიჰქონდათ პროტოინდოელ ვაჭრებს მესოპოტამიაში? კალა, სპილენძი, ტყვია, ოქრო, ნიჟარები, მარგალიტები და სპილოს ძვალი. ყველა ეს ძვირფასი საქონელი სავარაუდოთ მმართველის სასახლის კარისთვის იყო განკუთვნილი. ვაჭრები შუამავლებადაც გამოდიოდნენ.ისინი ყიდდნენ სპილენძს, მოპოვებულს ბელუჯისტანში – ქვეყანაში რომელიც ჰარაპას დასავლეთით მდებარეობდა.. ოქრო ვერცხლი და ლაზურიტი ავღანეტიდან იყო. კამეჩებით სამშენებლო ხის მასალა მოჰქონდათ ჰიმალაებიდან.

ჩვენს წელთ აღრიცხვამდე  XIX საუკუნეში პროტოინდურმა ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ იგი ვედო–არიული ტომების შემოსევის შედეგად დაემხო. მაგრამ არქეოლოგიამ აჩვენა რომ ქალაქში არაა ბრძოლისა და ნგრევის კვალი. უფრო მეტიც, ისტორიკოსების ბოლო კვლევებით ვედო–არიული ტომები ჰარაპას დამხობის დროისათვის ამ ადგილიდან უკვე შორს იყვნენ.

ცივილიზაციის დამხობის მიზეზი ალბათ უფრო ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი უნდა იყოს. კლიმატურმა პირობებმა, ანდა მიწისძვრებმა შეიძლება შეცვალა მდინარეთა კალაპოტები, რამაც ნიადაგის გამოფიტვა გამოიწვია. მიწადმოქმედებს უკვე აღარ შეეძლოთ მოქალაქეთა გამოკვება და ქალაქიც დაცარიელდა. უზარმაზარი სოციალურ–სამეურნეო კომპლექსი დაიშალა წვრილ ჯგუფებად. დაიკარგა დამწერლობა და კულტურის სხვა მიღწევები. არაფერი არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ დაცემა სწრაფად მოხდა. ქალაქების დაცარიელების კვალობაზე, სამხრეთით და ჩრდილოეთით ახალი დასახლებები წარმოიშვა, ხალხი აღმოსავლეთისკენაც წავიდა, განგის ხეობაში.