მნიშვნელოვანი სიახლეები
ძველ ეგვიპტელთა გენოტიპი ძლიერ განსხვავდებოდა თანამედროვეებისგან

ძველ ეგვიპტელთა გენოტიპი ძლიერ განსხვავდებოდა თანამედროვეებისგან

ეგვიპტური მუმიების დნმ-ის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ძველი ეგვიპტელები სრულებითაც არ ჰგავდნენ ქვეყნის ახლანდელ და არც აფრიკის ცენტრალურ და სამხრეთი ნაწილის მაცხოვრებლებს.

გერმანელი არქეოლოგის, იოჰანეს კრაუზეს  განცხადებით, კვლევის მიზანი უძველესი და ახლანდელი ეგვიპტელების ნათესაობის დონის დადგენა იყო.

 შედეგად გაირკვა, რომ ძველი ეგვიპტის მოსახლეობას თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის - სირიის, ერაყის, თურქეთის, იორდანიის, ლიბანის და ისრაელის მოსახლეობის მსგავსი გენოტიპი ჰქონდა.

 მეცნიერებმა დაახლოებით 90 მუმიის დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს, რომლებიც ჩვენს ერამდე XIV – IV საუკუნეებს განეკუთვნებოდნენ და ახლანდელი ქაიროს სამხრეთით ბინადრობდნენ. ეს მეცნიერებს ეგვიპტის მოსახლეობის დროთა განმავლობაში ცვლილებების მიმდინარეობის დადგენაში დაეხმარა.

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის მცხოვრებთა გენების გავლენა ეგვიპტეში ჩვენი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებიდან იწყება. ამ პერიოდამდე ძველი ეგვიპტის მცხოვრებთა გენოტიპი პრაქტიკულად უცვლელი იყო.