მნიშვნელოვანი სიახლეები
ძველ კორეაში შენობის  სიმტკიცისათვის  ადამიანებს აყოლებდნენ

ძველ კორეაში შენობის სიმტკიცისათვის ადამიანებს აყოლებდნენ

ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ქალაქ კენჯუში, მთვარის ციხე-დარბაზის კედლებქვეშ ადამიანთა ნეშთებს მიაკვლიეს. არქეოლოგებს აღმოჩენა იმის დასტურად მიაჩნიათ, რომ ძველ დროში მმართველები ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ, რათა შენობები მტკიცენი ყოფილიყვნენ.

 ნეშთები ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნით თარიღდებიან. კენჯუს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ინსტიტუტში ამას ადამიანთა მსხვერპლშეწირვის პირველ მტკიცებულებად თვლიან. ადრე იმის შესახებ, რომ შენობებს საძირკველში ცოცხალ ადამიანებს ატანდნენ, მხოლოდ ლეგენდებიდან იყო ცნობილი.

თუ როგორ გარდაიცვალნენ ეს უბედური ადამიანები ჯერ უცნობია. შესაძლოა მათ კედლებში ცოცხლად არ აყოლებდნენ: ჯერ არავითარი ცნობები იმის შესახებ, რომ კედელში ჩატანების მომენტში ადამიანები ცოცხლები  იყვნენ, არ მოუპოვებიათ. არაა გამორიცხული, რომ იმ მომენტისათვის  ისინი უგონოდ მყოფები, ანდა გარდაცვლილები იყვნენ. ნეშთების შესასწავლად და სიკვდილის მომენტისათვის მათი მდგომარეობის დასადგენად დნმ-ის ანალიზია საჭირო.

ნეშთების გარდა ადამიანთა და ცხოველთა ქანდაკებები და წარწერიანი ფირფიტებიც აღმოაჩინეს. წარწერები VI საუკუნით თარიღდება.

ქალქი კენჯუ ოდესღაც სილლას სამეფოს დედაქალაქი იყო. ეს ჩვენი წელთაღრიცხვის  I ათასწლეულში კორეის ნახევარკუნძულზე წარმოშობილი სამი სამეფოდან ერთ-ერთი იყო. ემდგომში სილლას სამეფომ ბრძლებით ორი დანარჩენი მიიერთა და 668 წლისათვის მთელი ქვეყანა გააერთიანა, მაგრამ  X  საუკუნეში გარეშე მტრის შემოტევებს ვერ გაუძლო და განადგურდა.