მნიშვნელოვანი სიახლეები
ძვირფასეულობებით სავსე ბრინჯაოს ხანის იშვიათი მიკენური სამარხი

ძვირფასეულობებით სავსე ბრინჯაოს ხანის იშვიათი მიკენური სამარხი

3500 წლის შემდეგ მიკენური ხანის სამარხი კიდევ ერთხელ გაიხსნა. არქეოლოგები ამ ახლად ნაპოვნ დიდებული კაცის  სამარხს უჩვეულოდ მიიჩნევენ, რადგან თავისი არტეფაქტებითა და სტილით სხვებისგან გამოირჩევა.

სამარხი აღმოაჩნეს საბერძნეთში, ბოეოტიაში, ორქომენოსის ახლოს. ის ამოთხარეს ხუთ წლიანი პროექტის პირველსავე წელს, რომელშიც ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობდნენ.

ევრონიუსის მიხედვით  „ამ ეპოქის სამარხებს შორის ის მეეცხრეა თავისი სიდიდით.“

სამარხს 20 მეტრის სიგრძის კლდეში ნაკვეთი შესასვლელი აქვს, რომელსაც 42 კვადრატული მეტრის ოთახში შეყავხარ. სავარაუდოდ სამარხის სიმაღლე თავდაპირველად 3.5 მეტრი იყო. თუმცა ჭერმა დაიწია, რამაც ის მძარცველებისგან დაიცვა კიდეც, რადგან გარედან ძნელად შესამჩნევი იყო.

სამარხში მეცნიერებმა მამაკაცის ნეშთი იპოვეს, რომელიც 40-50 წლის ადმიანს ეკუთვნოდა. სამარხში მრავალი არტეფაქტები იმყოფებოდა.: ათი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს პატარა ნივთები (სავარაუდოდ ცხენის მოკაზმულობის ნაწილი), მშვილდ-ისრის ნაწილები. ყველაზე საინტერესო მეცნიერთათვის სამკაულები აღმოჩნდა. აქამდე ითვლებოდა, რომ სამკაულები მხოლოდ ქალთა სამარხებისთვის იყო განკუთვნილი.

სამარხის სტილიც უჩვეულოა მიკენური საფლავებისთვის. როგორც წესი მსგავს საფლავებში მრავალი გარდაცვლილი ესვენა, რომლებიც ხშირად გაძარცვული ხვდებოდათ.

ასევე  დეკორატიული მიკენური ჭურჭლეულობა ცოტა რაოდენობით იყო, ვიდრე სხვა სამარხებში.

ეს აღმოჩენები მეცნიერებს დაეხმარებათ მეტი გაიგონ მიკენურ კულტურასა და დაკრძალვის წესებზე.