მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგეოსის ზღვაში არქეოლოგებმა ათობით გემების ნამსხვრევებს მიაკვლიეს

ეგეოსის ზღვაში არქეოლოგებმა ათობით გემების ნამსხვრევებს მიაკვლიეს

ეგეოსის ზღვამ ბერძნული კუნძულების მახლობლად თავისი სიღრმეებში დაფარული საიდუმლო გამოამჟღავნა. მყვინთავმა არქეოლოგებმა რვა გემის ნაშთი იპოვეს, რომლებიც ათასობით წლის არიან. ეგეოსური წარმომავლობის ექვსი ბერძნული-რომაული გემის ნაშთები ანტიკური ხანის ვაჭრობაზე მოგვითხრობს.

მყვინთავებმა, ბერძნულ-ამერიკულ ექსპედიციასთან ერთად, ფოურნის მახლობლად. გემების 45 ნაშთი აღმოაჩინეს, ახლახანს მათ ჩაძირული გემების 8 ახალი არტეფაქტიც დაემატა. სულ საერთო ჯამში 53 გემის ნაშთი აღმოაჩინეს. მსგავსი აღმოჩენა ხმელთაშუა ზღვაში აქამდე არ მომხდარა.

ქარიშხლიანი ფოურნი

ფოურნი შედგება 13 პატარა კუნძლისგან, რომლებიც ეგეოსის ორ დიდ კუნძლ სამოსსა და იკარიას შორისაა მოქცეული. ეს მიდამო ნავიგაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. ეს ადგილი ოდითგან იყო ცნობილი მეზღვაურებს შორის და მოვაჭრეები ყველა მხრიდან დაცურავდნენ ამ წყლებში.

ფიურნის წყლებში გემები ჩრდილოდასავლეთის ქარებისგან დაცულები იყვნენ. მაგრამ ხანდახან ისინი სამხრეთის ქარიშხალს აწყდებოდნენ. თუ გემის ღუზაზე დგომის ადგილი დროულად არ შეიცვლებოდა გემი შეიძლება კლდეს შეჯახებოდა. ალბათ ამით აიხსნება ამ ადგილებში გემების ამდენი ნამსხვრევის არსებობა.

ხმელთაშუა ზღვის ვაჭრები

თითქმის ყველა აღმოჩენილ გემი ამფორებს გადაზიდავდა და შესაბამისად  სავაჭრო გემებს წარმოადგენდნენ. ზოგ შემთხვევაში ამფორები გემების წარმომავლობის დადგენას აადვილებდა მაგალითა ბერძნული ქიოსის ამფორა, რომელიც კლასიკური პერიოდით თარიღდება (ძვ.წ.ა. 510-323 ) და ელინისტური პერიოდის ამფორა (ძვ.წ.ა. 331-323 ) ბერძნული კუნძული კოსიდან. ასევე ნაპოვნია იტალიური, ჩრდილო აფრიკული, კვიპროსული, ეგვიპტური და ესპანური წარმომავლობის ამფორები. ამასთან გარდა ჭურჭლეულობისა ნაპოვნია ლამპები, ღუზები და სხვა არტეფაქტები.

გემების ნაშთები თარიღდება ადრეული ბერძნურლი არქაული პერიოდით (ძვ.წ.ა. 525-480 ) და თანამედროვე პერიოდებით (ახ.წ.ა. 1750-1850).

კიდევ ბევრია აღმოსაჩენი

ფოურნიში კიდევ მრავალი აღმოჩენა შეიძლება გაკეთდეს. აქვე აღმოჩნდა მე-17 საუკუნის ფრანგული გემის ნაშთი და ასევე ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომიდან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმის ნახევარია ნაპოვნია რაც შეიძლება იმალებოდეს წყლის სიღრმეებში.

ყველაზე დიდი სიღრმე სადამდეც არქეოლოგები ჩასულან 65 მეტრია და უფრო დიდ სიღმეებში შეიძლება კიდევ უფრო მეტი იმალებოდეს.

შემდეგი პროექტისთვის არქეოლოგთა გუნდი აპირებს უფრო ღრმად დაიწყოს ძიება და ამისათვის სათანადოდაც იქნებიან აღჭურვილნი.