მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტელივით დამარხული ფინიკიელის სარკოფაგი

ეგვიპტელივით დამარხული ფინიკიელის სარკოფაგი

არსებობს ერთი გასაოცარი სარკოფაგი, რომელსაც მრავალი ტურისტი შეცდომით უძველეს ეგვიპტელთა ნახელავად თვლის. მსგავსი ქვის კუბოს დამზადებლად როგორც წესი, მდინარე ნილოსის ნაპირებთან მცხოვრებ ხალხში გვხდებოდა. მაგრამ ტაბნიტის სარკოფაგი სინამდვილეში ფინიკიური კულტურული არტეფაქტია.

სარკოფაგი ძვ.წ.ა. მე-5 საუკუნისაა. ტაბნიტი არის კაცის სახელი, რომელიც შიგ ესვენა. ის იყო ასტარტეს ქურუმი და სიდონის მმართველი. იმ დროისთვის, როცა ეგვიპტეს ოცდამეექვსე დინასტია მმართავდა, ეს გარდაცვლილი ადამიანი გავლენიანი მეფე გახლდათ. ეგვიპტის ფარაონები უკვე ლეგენდარულები იყვნენ და მრავალთათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ. ფინიკიელები მდიდრები და ძლიერი ხალხი იყვნენ ვაჭრობისდა გამო. ისინი უცხო ქვეყნებიდან მრავალ იდეებს იღებდნენ. თუმცა, მათი ისტორია ჯერ კიდევ არაა სრულად შესწავლილი.

ფინიკიელი მეფეები

ფინიკიელებმა ხმელთაშუა ზღვის ახლოს მცხოვრებ ხალხს შორის ყველაზე საიდუმლოებებით მოცული ცივილიზაცია შექმნეს. მათი აღმოჩენა უფრო მოგვიანებით მოხდა, ვიდრე ეგვიპტელებისა.

ტაბნიტის სარკოფაგი 1887 წელს აღმოაჩინა პრესპიტეიანელმა მისიონერმა აშშ-დან, სახელად უილიამ კინგ ედიმ. ის ახლო აზიას სწავლობდა, როცა სარკოფაგს წააწყდა. მისი მიზანი იყო არტეფაქტი ბრიტანეთის მუზეუმისთვის მიეცა. მისიონერმა წერილი მიწერა „The Times“-ს სადაც სთხოვდა არტეფაქტი გაერთიანებულ სამეფოში წაეღოთ, რადგან თურქების ხელში ის ვანდალიზმის მსხვერპლი გახდებოდა. ამან საერთაშორისო სკანდალი და ოტომან თურქეთის იმპერიის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.

როცა სარკოფაგი გახსნეს, იპოვეს ათასწლეულის წინ განსვენებული მამაკაცის სხეული, რომელსაც ზეთიანი ყავისფერი სითხე ესვა. ტაბნიტი გარდაცვალებიდან მალევე დაუმარხავთ და მისი სხეული კარგად შემოინახა. იმდენად, რომ ზოგი შინაგანი ორგანო ჯერაც ჰქონდა.

განსვენებულის სხეული შემდგომ აღარ ინახებოდა იმდენად კარგად, რადგან საჯაროდ იყო გამოფენილი ხალხისთვის. სხეულს ხვდებოდა მზის სინათლე და მან დააჩქარა მისი დაშლა. სამწუხაროდ გარდაცვლილის ნეშტის არც ფოტო და არც ნახატი არ დაუმზადებიათ.

პირველი აუტოფსიის მიხედვით ტაბნიტი 50 წლისა გარდაიცვალა და ის ძალიან იყო დაბალზამირებული. ასევე მისი სხეული მუმიფიცირებული იყო, თუმცა ორგანოები დატოვებული ჰქონდა. (ფინიკიელები შინაგან ორგანოებს არ იღებდნენ, განსხვავებით ეგვიპტელებისა). კანზე მას გამონაყარი შეემჩნევოდა, რაც მიუთითებდა, რომ რაღაც დაავადებით გარდაიცვალა.

წარწერები სარკოფაგზე განსაკუთრებულია, რადგან ის ეგვიპტური იეროგლიფებისა და ფინიკიური დამწერლობის ნაზავია. მსგავსი დამწერლობა ძვ.წ.ა. მე-5 საუკუნეში შეიქმნა. ის დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა, ამიტომაც უჩვეულო ტექსტის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი გაშიფრვისა და თარგმნის მიხედვით დაადგინეს გარდაცვლილის სახელი და წარმომავლობა.

ეს ფინიკიური სარკოფაგი ძალიან ჰგავს ეგვიპტელი ფარაონების განსასველებელს. რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის ეგვიპტიდან ჩამოიტანეს, ან დამზადებელმა კარგად იცოდა ეგვიპტური სტილი.

მისი ვაჟი

მეორე საინტერესო ფინიკიური სარკოფაგი ეკუთვნის ტანბიტის ვაჟ ეშმინაზარ II-ს. მისი სარკოფაგი 1855 წელს აღმოაჩინეს და მასზე შესრულებულია ყველაზე უძველესი ფინიკიური წარწერა რაც კი მოიპოვება.

ორივე სარკოფაგი დღეს თურქეთის საკუთრებაშია და სტამბულის არქეოლოგიის მუზეუმში ინახება.