მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში 4000 წლის წინანდელ ბაღს სამარხის შესასვლელთან მიაკვლიეს

ეგვიპტეში 4000 წლის წინანდელ ბაღს სამარხის შესასვლელთან მიაკვლიეს

არქეოლოგებმა პროფესორ ხოსე მანუელ გალანის ხელმძღვანელობით ეგვიპტეში, ლუქსორში, დრა აბუ ელ-ნაგას გორაზე  დჯეჰუტის პროექტის ფარგლებში გათხრებისას 4000 წლის წინანდელი ბაღი აღმოაჩინეს. ამ პროექტზე მუშაობისას ნათელი მოეფინა იმ პერიოდს, როცა თებე (დღევანდელი ლუქსორი) 4000 წლის წინ ზემო და ქვემო ეგვიპტის ერთიანი დედაქალაქი გახდა.

დოქტორი ხოსე გალანი განმარტავს: „ჩვენ ვიცოდით ამგვარი ბაღების სავარაუდო არსებობა, რადგან ისინი სამარხების შესასვლელების და შიდა კედლების მხატვრობაში გვხდება. ბაღი თავად შედგებოდა პატარა მართკუთხა არეალებისგან და მიწიდან ნახევარი მეტრით მაღლა იყო აწეული. ბაღში სამი ხე იყო დარგული. ესაა პირველი შემთხვევა, რომ არქეოლოგებმა იკონოგრაფიის მეშვეობით შეძლეს ოდესღაც არსებული ბაღის არსებობის დამტკიცება. ამ ბაღის ანალიზით მნიშვნელოვანი ინფორმაციას დაადგენენ, როგორც მასში არსებულ მცენარეებზე, ასევე იმ გარემოზე, რომელშიც ისინი თებეში 4000 წლის წინ იზრდებოდნენ.

გალანის თქმით, „ამ მცენარეებს შესაძლოა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ დაკრძალვით ცერემონიებში. ამგვარად ის ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის რელიგიურ წარმოდგენებზე, კულტურაზე და საზოგადოებაზე. ჩვენ ვიცით, რომ პალმის, ნეკერჩხლის და ავოკადოს ხე აღორძინებას უკავშირდებოდნენ. სალათა უკავშირდებოდა ნაყოფიერებას. ჩვენ ეხლა ვცდილობთ შევისწავლოთ ნაპოვნი თესლები, რომლებიც გათხრებისას ვიპოვეთ.“

ექსპერტთა თქმით ბაღის თითეული პატარა დანაყოფი სხვადასხვა მცენარისთვის იყო განკუთვნილი. მის ცენტრში ორი დანაყოფია, რომელიც უფრო ამაღლებულია, ვიდრე ის ადგილი სადაც სამი ხე იზრდებოდა.

კუთხეში მკვლევარებმა ბუჩქნარის ფესვების ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლის ახლოს ხილის ნარჩენების შესანახ თასს მიაკვლიეს. ეს სავარაუდოდ გარდაცვლილისთვის შეწირულობას წარმოადგენდა.

სამარხი, რომელთანაც ბაღი იყო გაშენებული სამ სტელასთან ერთად პატარა თიხის აგურით არის ნაგები. ის უფრო გვიანდელია ვიდრე ბაღი და თარიღდება ძვ.წ.ა. 1800 წლით. სამარხზე ადგილობრივი ღმერთებისა, მათ შორის  ოსირისის გამოსახულება გვხდება.