მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში აღმოაჩინეს 4000 წლის წინანდელი გაუძარცვავი სამარხი თავისი მუმიით

ეგვიპტეში აღმოაჩინეს 4000 წლის წინანდელი გაუძარცვავი სამარხი თავისი მუმიით

არქეოლოგების ესპანურმა გუნდმა გათხრებისას აღმოაჩინა 4000 წლის წინანდელი გაუხსნელი სამარხი დასავლეთ ასვანში, ეგვიპტის ტერიტორიაზე. სამარხი სერენპუტ II-ის ძმას ეკუთვნის, რომელიც უძველესი ეგვიპტის მე-12 დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი გამგებელი იყო.

სერენპუტ II-ის ძმის სამარხი

ეგვიპტოლოგიაში დიდებული დღე დადგა, რადგან მათ აქამდე გაუსხნელი ფარაონის ძმის სამარხი იპოვეს. ესპანელი არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ ძველი ეგვიპტის მრავალ საიდუმლოზე იპოვიან პასუხს. სამარხი სერენპუტ II-ის ძმას ეკუთვნის, რომელიც გავლენიანი გამგებელი იყო. Luxor Times Magazine-ი წერს, რომ „აღმოჩენა მნიშვნელოვანია არა მარტო იმ განძეულობის გამო, რომელიც შესაძლოა იქ იმალებოდეს.  არამედ ის მრავალ ინფორმაციას მოჰფენს ნათელს რაც აქამდე არ ვიცოდით ამ ადამიანებზე.“ გაზეთის ცნობებით არქეოლოგებმა ამჟამად იპოვეს მრავალი თიხის ჭურჭელი, ორი კედრისგან დამზადებული კუბო და ხის ფიგურები, რომლებიც ნავსა და ყოველდღიურ ცხოვრების ამსახველ სცენებს განასახიერებდა.

სამარხში მუმიაცაა ნაპოვნი

მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო მუმია თავისი ნიღბით. მისი ფოტოები ჯერ არაა გავრცელებული. კუბოს წარწერის მიხედვით მისი სახელი იყო შემაი, რომლის მშობლები იყვნენ სეტათოტეპი და ხემა. ფარაონი მისი უფროსი ძმა იყო. შემაი გამგებელი იყო როგორც ფარაონ სერენპუტ II-ის, ისე სერენპუტ III-ის დროს. გათხრების მისიის დირექტორის თქმით „ეს აღმოჩენა მე-12 დინასტიაზე და ფარაონის ოჯახზე ახალ ინფორმაციას გვაძლევს და საშუალება გვეძლევა უკეთ შევისწავლოთ 3800 წლის წინანდელი ეგვიპტის მაღალი კლასის წარმომადგენლთა ცხოვრება.“