მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში აქამდე უცნობი პირამიდას მიაკვლიეს

ეგვიპტეში აქამდე უცნობი პირამიდას მიაკვლიეს

არქეოლოგებმა ქაიროს მახლობლად აქამდე უცნობი ძველეგვიპტური პირამიდის ნანგრევები აღმოაჩინეს.

 პირამიდა, რომლის ნანგრევებიც დაშჰურის რაიონში აღმოჩნდა, წინასწარი შეფასებებით XIII დინასტიის ფარაონებს (XVIII–XVII საუკუნეები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) ეკუთვნით.

 ნაგებობა საქვეყნოთ ცნობილი სნოფრუს „ტეხილი“ პირამიდის სამხრეთით მდებარეობს. არქეოლოგთა თქმით აღმოჩენილი ფრაგმენტები კარგადაა შემონახული.

 პირამიდის აღმოჩენილი ნაწილი შესაძლოა გასასვლელს წარმოადგენდეს, რომელსაც ნაგებობის სიღრმეში მივყავართ. იგი შემდგომ მიწის ზედაპირზე ამოდიოდა და მიწისზედა ნაგებობეს აკავშირებდა. არქეოლოგებმა ასევე 17X15-ზე ზომის იეროგლიფებიანი ალებასტრის ფირფიტებიც და ქვის ბლოკები აღმოაჩინეს.

 დაშჰური ქაიროდან 26 კილომეტრითაა დაშორებული. იგი ეგვიპტის შუა და ძველი დინასტიების ფარაონთა საძვალეს წარმოადგენს. იქ რამდენიმე პირამიდა მდებარეობს. მათგან ყველაზე უფრო კარგად ე.წ. ფარაონ სჰოფრუს (დაახლოებით 2613–2589 წლები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე)„ტეხილი“ პირამიდაა შემონახული.