მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში  რომაული პერიოდის სამარხები აღმოაჩნეს

ეგვიპტეში რომაული პერიოდის სამარხები აღმოაჩნეს

ყველა ეგვიპტური სამარხი არაა მსგავსი. გარდა სოციალური სტატურისა, სამარხები არქიტექტურული სტილითაც და გარდაცვლილთა შეხედულებებითაც  განსხვავდებიან. ეს შეიმჩნევა ახლად ნაპოვნს რომაული პერიოდის სამარხებზე, რომელიც ბეირ ალ-შაგჰალას მიდამოში, დახლას ოაზისში იპოვეს.

ეს კარგად შემონახული სამარხები ეგვიპტის სიძველეების სამინისტროს მისიის არქეოლოგებმა იპოვეს, რომლებიც ამ მიდამოში 2002 წლიდან მუშაობენ.

უძველესი ეგვიპტური სიძვლეების სექტორის ხელმძღვანელი, აიმა აშმავი აღმოჩენას შემდეგნაირად აღწერს:

„პირველად ჩვენ შესასვლელში შევედით, რომელსაც მართკუთხა დარბაზში, სადაც ორი საფლავი იყო; მეორე სამარხი იყო თაღიანი ჭერით და შესასვლელით. ხოლო მესამე იყო პირამიდის ფორმის, რომლის გათხრა ეხლაც მიმდინარეობს. მეოთხე და მეხუთე სამარხები ერთი შესასვლელით არიან გაერთიანებული და თაღოვანი ჭერი აქვთ.“

სამარხები მრავალ ძვირფასეულობას და არტეფაქტებს შეიცავდა. აქამდე არქეოლოგებმა იპოვეს თიხის ჭურჭლეულობა, ყვითლად შეღებილი თაბაშირის ნიღაბი, თიხის ჭურჭელი საკმეველის დასაწვავად და პატარა სფინქსის ქანდაკება.

კიდევ ორი ოსტრაკა (მელნის წარწერიანი თიხის ნატეხები) იპოვეს. ერთი იეროგლიფური მეორე კი იერატიკული დამწერლობით.

სამუშაოები გაგრძელედება ბეირ ალ-შაგჰალაში და უფრო მეტი უძველესი საგანძურის პოვნას ელოდებიან.

სამარხების სტილი და არქიტექტურა  განსვენებისთვის რომაული ეპოქის ეგვიპტის „მოდას“ მიუთითებს. სამარხებში არაა ნაპოვნი კანოპის ქილები, რომლებიც უკვე აღარ იყო პოპულარული. ამის მაგიერ ყოველდღიური ხმარების ნივთების ჩაყოლება უფრო გვხდება, გარდაცვლილი ქალის შემთხვევაში ეს კოსმეტიკური საშვალებები გახლავთ.

ძველ ეგვიპტური ნიღბები კი პორტრეტებით ან ბერძნულ-რომაული სტილის ნიღბებით იყო ჩანაცვლებული.