მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში უძველესი აკლდამები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში უძველესი აკლდამები აღმოაჩინეს

ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში არქეოლოგებმა სამ სამარხს მიაკვლიეს, რომელთა ასაკი დაახლოებით ორი ათასი წელია.

ისინი კაიროს სამხრეთით, ელ-მინიას პროვინციაში, ალ-კამილ საჰარავის რაიონში იპოვეს.

 სამარხებში რამდენიმე ქვის სარკოფაგი და თიხის ნაკეთობების ფრაგმენტები აღმოჩნდა.

ერთ-ერთ სამარხში, რომელშიც კლდეში გაკეთებული ხვრელით შეაღწიეს, ოთხი სარკოფაგი  აღმოჩნდა, რომლებზეც ადამიანების გამოსახულებები იყო.

 მეორე სამარხში ექსკავატორმა  ექვსი საფლავის ნიში აღმოაჩინა, რომელთაგან ერთი პატარა ბავშვის დასაკრძალად იყო  განკუთვნილი.

 სამარხში აღმოჩენილი თიხის ფრაგმენტების მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამარხების ასაკი 525 წელს დაარსებული 27 დინასტიასა და ბერძნულ-რომაულ პერიოდს (გრძელდებოდა ჩვენს ერამდე 332 წლიდან IV საუკუნემდე) შორის უნდა იყოს.

 სამარხში როგორც კაცის, ისე ქალის და ბავშვების ნეშთები აღმოჩნდა.

ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ადგილებში გათხრები გაგრძელდება, რათა ყველა ახალი საიდუმლო  გაირკვეს. სამარხის ადგილებში პირველი კვლევები 2015 წელს დაიწყო.