მნიშვნელოვანი სიახლეები
ექვსი უჩვეულო ომი (ომი ბრძოლის გარეშე)

ექვსი უჩვეულო ომი (ომი ბრძოლის გარეშე)

როგორი დაპირისპირება არ უნახავს პლანეტას. იყო ომები დაკარგული ბიზნესის გულისათვის, ტელეფონის უქონლობისათვის, სირაქლემების აგრესიულობისათვი...

 

                                                  (გაგრძელება, დასაწყისი,  მეორე ნაწილი,  მესამე ნაწილი, მეოთხე ნაწილი)

 ომი ბრძოლის გარეშე

დრო: 1651-1986 წლები

 მოწინააღმდეგეები: სილის არქიპელაგი - ნიდერლანდები

მიზეზი: როიალისტების მიერ ჰოლანდიური გემების ჩაძირვა

მსხვერპლი: უცნობია

 

335 წლსი წინათ პატარა მაგრამ ამაყი სილის არქიპელაგი ნიდერლანდებს ეომებოდა და მხოლოდ ისტორიკოს როი დუნკანის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ 1986 წლის 17 აპრილს ჰოლანდიის ელჩი ესტუმრა კუნძულებს და საზეიმო ზავი შეკრა.

ყველაფერი კი  XVII საუკუნის შუა ხანებში ინგლისში დაწყებული „სახელმწიფო ვაკჰანალიის“ ბრალი იყო. ოლივერ კრომველი წარმატებით იბრძოდა მეფის მომხრეების წინააღმდეგ და მათ კორნუოლის ნახევარკუნძულისკენ მიერეკებოდა. მალე როაიალისტები იძულებულნი გახდნენ თავი სილის კუნძულებისათვის შეეფარებინათ, სადაც მათი ფლოტი განლაგდა.

 იმ დროს როიალისტებისგან ყველაზე მეტად ნიდერლანდის სავაჭრო გემები ზარალდებოდნენ. შედეგად ნიდერლანდები  იძულებულნი გახდნენ როიალისტების დასაყრდენისათვის ომი გამოეცხადებინათ. მაგრამ სანამ ნიდერლანდები სამხედრო ფლოტს ამზადებდა, მანამდე როიალისტებმა სამოქალაქო ომში თავიანთი მარცხი აღიარეს. ნიდერლანდები უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სილის კუნძულებთან ოფიციალურად ზავის დადება გადაავიწყდათ. შედეგად ომი 335 წელი გაგრძელდა. საბედნიეროდ მხოლოდ ქაღალდზე.

 

                                                                        (გაგრძელება იქნება)