მნიშვნელოვანი სიახლეები
ექვსი უჩვეულო ომი (ომი გაურკვევლობით)

ექვსი უჩვეულო ომი (ომი გაურკვევლობით)

როგორი დაპირისპირება არ უნახავს პლანეტას. იყო ომები დაკარგული ბიზნესის გულისათვის, ტელეფონის უქონლობისათვის, სირაქლემების აგრესიულობისათვი...

                                                                                   (გაგრძელება, დასაწყისი,  მეორე ნაწილი,  მესამე ნაწილი)

 

ომი გაურკვევლობით

დრო: 1812-1815 წლები

 მოწინააღმდეგეები: აშშ - დიდი ბრიტანეთი

მიზეზი: დიდი ბრიტანეთის მხრიდან აშშ-ს ბლოკადა

მსხვერპლი: 20 000-ზე მეტი

 ამ ომის აცილება შეუძლებელი იყო. აშშ-მ არ იცოდა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტში ვისი მხარე დაეჭირა: ნაპოლეონის მოკავშირე გამხდარიყო თუ ყოფილი მეტროპოლიის. მას შემდეგ რაც ბრიტანეთის მონარქიამ აშშ-ს სავაჭრო ბლოკადა გამოუცხადა, არჩევანი თავისთავად გაკეთდა. ინგლისელებმა 1000-მდე ამერიკული სავაჭრო გემი ჰყავდათ ხელში ჩაგდებული, ფრანგებს ორჯერ ნაკლები.

  გადაწყდა - აშშ დიდ ბრიტანეთთან იომებს. 1812 წლის 18 ივნისს ამერიკული ნავსადგურიდან გემი გამოემართა, რომელსაც ომის გამოცხადების შესახებ დეპეშა მოჰქონდა. 16 ივნისს ბრიტანეთის პარლამენტმა გადაწყვიტა აშშ-სთვის ბლოკადა მოეხსნა და ახლა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. იმ დღეს ბრიტანული ხომალდი ამერიკისაკენ გაეშურა.

ორი გემი და ორი სავსებით საწინააღმდეგო შინაარსის დეპეშები. მომავალ ომში კი მთავარი წაგებული ამერიკელი ინდიელები აღმოჩნდებიან. სწორედ ამ სამწლიანი საომარი დაპირისპირების შედეგად ინდიელებმა საბოლოოდ დაკარგეს დამოუკიდებლობა და რეზერვაციებში გამომწყვდევა მიესაჯათ..

იმ დროს გემი ბრიტანეთის კუნძულებიდან ამერიკამდე მანძილის გავლას სამი კვირა უნდებოდა. 1812 წლის 16 ივნისს ტელეგრაფი ძალიან საჭირო რამ იქნებოდა.

                                                                                                     (გაგრძელება იქნება)