მნიშვნელოვანი სიახლეები
ექვსი უჩვეულო ომი (ომი „ნახევარი საათით“)

ექვსი უჩვეულო ომი (ომი „ნახევარი საათით“)

   

როგორი დაპირისპირება არ უნახავს პლანეტას. იყო ომები დაკარგული ბიზნესის გულისათვის, ტელეფონის უქონლობისათვის, სირაქლემების აგრესიულობისათვი...

                                             

                                                                               (გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ აქ)

ომი „ნახევარი საათით“

დრო: 1896 წლის 27 აგვისტო 9:00-დან 9:38-მდე

 მოწინააღმდეგეები: ზანზიბარი - დიდი ბრიტანეთი

მიზეზი: სასულთნოს არმიის მობილიზაცია

მსხვერპლი: 600-მდე ადამიანი

1896 წელს მმართველი სულთნის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთის იმპერიამ და ზანზიბარის სასულთნომ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მომავალი სულთნის კანდიდატურა ბრიტანელებს უნდა დაემტკიცებინათ. ბრიტანელები ტახტზე ჰამუდ ბინ მუჰამედს ელოდნენ, მაგრამ სრულიად სხვა, თანაც გერმანიის მომხრე  მიიღეს.

 იმ დროს ზანზიბარის ნავსადგურში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის ორი კრეისერი და სამი ქვემეხიანი ნავი იდგა, რომლებზეც 1000-მდე ბრიტანელი ჯარისკაცი იყო განთავსებული. ასე რომ თავისნათქვამა სულთანმა ამბოხებისათვის ცუდი დრო შეარჩია. თუმცა მან თავის აქტიურობით თითქმის 2800 ჯარისკაცის შეკრება მაინც მოახერხა. აი არტილერიის საქმე კი სულთანს ცუდათ ჰქონდა: ორი ქვემეხი ნაპირზე და ერთი მოძველებული XVI საუკუნის ზარბაზანი იახტა „გლაზგოს“ ბორტზე. ეს იახტა სასულთნოს მთელ სამხედრო ფლოტს წარმოადგენდა.

  ზანზიბარელებს მოსაფიქრებლად დრო 27 აგვისტოს 9:00-მდე მისცეს. დროის გასვლის შემდეგ ბრიტანელებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ზალპების სერიამ სულთნის სასახლე ნანგრევებად აქცია მაგრამ გლაგშტოკზე სულთნის ალამი მაინც ფრიალებდა. სწორედ ამ ალმის ჩამოხნა ნიშნავდა კაპიტულაციას. თავად სულთანმა თავი გერმანიის საკონსულოს შეაფარა, მისი ქვეშევრდომები კი გაიფანტნენ, ისე რომ დროშის ჩამოხსნა არავის გახსენებია. ამის გამო დიდი ბრიტანეთის ფლოტმა საარტილერიო კანონადა  მანამდე გააგრძელა, სანამ ყუმბარამ დროშა არ მოგლიჯა. ამრიგად კონფლიქტი დასრულებულად, ხოლო ბრიტანეთის იმპერია გამარჯვებულად ჩაითვალა. ომი ზუსტად 38 წუთი გრძელდებოდა და როგორც ყველაზე ხანმოკლე, გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.