მნიშვნელოვანი სიახლეები
ექვსი უჩვეულო ომი (საკონდიტრო ომი)

ექვსი უჩვეულო ომი (საკონდიტრო ომი)

როგორი დაპირისპირება არ უნახავს პლანეტას. იყო ომები დაკარგული ბიზნესის გულისათვის, ტელეფონის უქონლობისათვის, სირაქლემების აგრესიულობისათვის...

 

საკონდიტრო ომი

დრო: 1838 2ლის 27 ნოემბერი - 1839 წლის 9 მარტი

მოწინააღმდეგეები: საფრანგეთი - მექსიკა

მიზეზი: ფრანგი კონდიტერის დუქნის დალეწვა

მსხვერპლი: მონაცემები არაა

 

ფრანგი კონდიტერები იმდენად დიდი ოსტატები არიან, რომ ომის ღუმელთან ერთად გაჩაღებაც კი შეუძლიათ. 1828 წელს, ახალ შექმნილ მექსიკაში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. დაზარალებულთა შორის ფრანგი მიგრანტიც აღმოჩნდა, რომლის საკონდიტრო დუქანი აღტკინებულმა ხალხმა მილეწ-მოლეწა.

აღშფოთებულმა რემონტელმა (ასეთი გვარის იყო კონდიტერი) თავისი ზარალი 60 000 პესოდ შეაფასა და ანაზღაურება მოითხოვა. მაშინ მექსიკელის საშუალო ხელფასი თვეში 30 პესო იყო. შესაბამისად კონდიტერის პრეტენზიებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ღიმილი მოჰგვარა. რემონტელი ათი წელი ითხოვდა სატისფაქციას და ბოლოს დახმარებისათვის თავის მეფეს ლუი-ფილიპეს მიმართა. საფრანგეთის მეფემ გადასახდელი თანხა 600 000 პესომდე გაზარდა და ფლოტის მზადებას შეუდგა. შემდეგ ყველაფერი საკმაოდ მარტივად მოხდა: მექსიკამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და დეფოლტი გამოაცხადა. საფრანგეთმა 1838 წლის 16 აპრილს მექსიკის უდიდესი ნავსადგურის - ვერაკრუსის ბლოკირება მოახდინა.

 მოლაპარაკებები 7 თვე გრძელდებოდა. პრეზიდენტმა ბუსტამანტემ 27 ნოემბერს საფრანგეთს ომი გამოუცხადა. სამი ათასმა ფრანგმა ჯარისკაცმა ვერაკრუსი სწრაფად დაიკავა. მექსიკელებს მხოლოდ მშვიდობის თხოვნის უფლებაღა დარჩათ. 9 მარტს ფრანგებმა ნავსადგური დატოვეს და თან 600 000 პესო წაიღეს. მიიღო თუ არა რემონტელმა თავის კუთვნილი თანხა უცნობია, მაგრამ  მან მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში თავისი კვალი ნამდვილად დატოვა.

 

                                                                                       (გაგრძელება იქნება)