მნიშვნელოვანი სიახლეები
ექვსი უჩვეულო ომი (სირაქლემას ომი)

ექვსი უჩვეულო ომი (სირაქლემას ომი)

როგორი დაპირისპირება არ უნახავს პლანეტას. იყო ომები დაკარგული ბიზნესის გულისათვის, ტელეფონის უქონლობისათვის, სირაქლემების აგრესიულობისათვი...

 

                                                                            (გაგრძელება, დასაწყისი,  მეორე ნაწილი)

 

სირაქლემას ომი

დრო: 1932 წლის ნოემბერ-დეკემბერი

 მოწინააღმდეგეები: ავსტრალია - სირაქლემა ემუ

მიზეზი: სირაქლემების მიერ ღობეების განგრევა და ხორბლის ნათესების განადგურება

მსხვერპლი: 986 სირაქლემა ემუ (2500-მდე შემდგომ დაიღუპა ჭრილობებისგან)

 ავსტრალიის ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებს მიწებს აქტიურად ურიგებდა. ახლადგამომცხვარი ფერმერები ისე ენთუზიაზმით შეუდგნენ შრომას, რომ მალე მარცვლეულის დასათესად ტყეების გაჩეხვა გახდა საჭირო. ყველაფერი თითქოს კარგად იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტყეებზე სირაქლემა ემუს მიგრაციის გზები გადიოდა. ისინი ქვეყნის შიდა უდაბნოებიდან ოკეანისკენ მიემართებოდნენ.

 20 000 ორმეტრიანი ფრინველი ხორბლის ყანებისკენ გაემართა და გადაწყვიტა რომ აქ დარჩენაც შეიძლებოდა.

ფერმერებმა თავდაცვის მინისტრ სერ ჯორჯ პირსს მიმართეს (მალე მას ემუსგან თავდაცვის მინისტრს შეარქმევენ). სერ პირსმა სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე თანხმობა განაცხადა.

  არტილერიის მაიორმა მერედიტმა ტყვიამფრქვევებით შეარაღებული რამდენიმე ჯარისკაცის მეთაურობა იკისრა. მაგრამ სირაქლემები გამოცდილი მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენე: მერედიტი ჩასაფრებებს აწყობდა, დასდევდა ფრინველებს სატვირთო ავტომობილით, ცდილობდა მიგრაციის გზები გადაეკეტა, მაგრამ დღეში 40 ემუზე მეტს ვერ კლავდა.

  ერთი კვირის შემდეგ მაიორმა მერედიტმა ფარხმალი დაყარა, მით უფრო რომ პრესაში მისი აშკარა თუ ფარული დაცინვა დაიწყეს. თავის მოხსენებაში მაიორი წერდა, რომ სირაქლემები „ბრძოლაში“ ზულუსებს ჰგავდნენ - მათ კარგად იცოდნენ მანევრირება და პარტიზანული ომის მეთოდიკა.

 

                                                                                            (გაგრძელება იქნება)