მნიშვნელოვანი სიახლეები
ექვსი უჩვეულო ომი (სოფლის ომი)

ექვსი უჩვეულო ომი (სოფლის ომი)

როგორი დაპირისპირება არ უნახავს პლანეტას. იყო ომები დაკარგული ბიზნესის გულისათვის, ტელეფონის უქონლობისათვის, სირაქლემების აგრესიულობისათვი...

 

                                             (გაგრძელება, დასაწყისი,  მეორე ნაწილი,  მესამე ნაწილი, მეოთხე ნაწილი,   მეხუთე ნაწილი)

სოფლის ომი

დრო: 1883 წლის 14 ოქტომბერი- 1981 წელი

 მოწინააღმდეგეები: ესპანური სოფელი ლიჰარი - საფრანგეთი

მიზეზი: ესპანეთის მონარქის შეურაცჰყოფა

მსხვერპლი: უცნობია

 

ამგვარ ქვეშევდრომებზე ყველა მონარქი ინატრებდა. ესპანეთის სამხრეთში მდებარე სოფლის მშვიდობიანი ცხოვრება 1883 წელს დაირღვა: „მეფე ალფონს XII-ის ვიზიტისას ფრანგებმა მას სათანადო პატივი არ მიაგეს!“, როგორც აღმოჩნდა ფრანგებს ესპანეთის მეფის ქუდი სასაცილოდ აუგდიათ. მეფემ კი აპატია, მაგრამ მისმა  300-მა ანდალუზიელმა ქვეშევრდომებმა არ მოითმინეს და საფრანგეთს ომი გამოუცხადეს.

 სოფელი ფრანგების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას 1981 წლამდე ავლენდა. მაშინ სხვა ესპანელი მეფე, ხუან-კარლოსი ეწვია საფრანგეთს და მას სამეფო დახვედრა მოუწყვეს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა სოფელმა, რომ „ფრანგებთან კარგი დამოკიდებულების გამო“ მტრული მოქმედებები შეეწყვიტათ და სამშვიდობო ხელშეკრულება დაედოთ.