მნიშვნელოვანი სიახლეები
ერაყში ისლამისტების მიერ გათხრილ გვირაბებში უძველესი სასახლე აღმოაჩინეს

ერაყში ისლამისტების მიერ გათხრილ გვირაბებში უძველესი სასახლე აღმოაჩინეს

მოსულში ტერორისტების მიერ გათხრილ საიდუმლო თავდაცვით გვირაბში ასირიული სასახლე აღმოჩნდა, რომელიც 2600 წლის წინათ ააგეს. როცა ერაყის არმიის ჯარისკაცებმა ისლამისტები ამ გვირაბებიდან განდევნეს, მათ ასირიული ფრთოსანი ხარების ქანდაკებები აღმოაჩინეს.

 მეცნიერებმა ქანდაკებების შესწავლისას ნახეს, რომ გვირაბი ასირიულ სასახლეს სიგრძეზე განჭოლავდა. ქანდაკებების გარდა შემონახულია კედლების ფრაგმენტები, ბარელიეფები და ლურსმული წარწერები, რომელთა ასაკი მეფე ასარხადონის პერიოდს  (672 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) მიეკუთვნებოდა.

ისლამისტებს არტეფაქტები არ დაუზიანებიათ და ახლა არქეოლოგები სახიფათო ვითარებაში მიკვლეული არტეფაქტების კატალოგიზაციას ანხორციელებენ. სპეციალისტების გაფრთხილებით სიჩქარეში გათხრილი გვირაბები ყოველ წუთს შეიძლება ჩამოიქცეს.