მნიშვნელოვანი სიახლეები
ეს ძვირფასი ნივთი ისტორიკოსებისათვის ნამდვილ სენსაციად იქცა

ეს ძვირფასი ნივთი ისტორიკოსებისათვის ნამდვილ სენსაციად იქცა

იგი  XVII საუკუნის ბოლოს ჩრდილო პეტერტონში, სომერსეტის საგრაფოში, მიწათმფლობელ თომას ტოტას მამაულში, ერთ-ერთ მინდორში იპოვეს. იგი 25 წელი პოლკოვნიკ ნათანიელ პალმერის სახლში ინახებოდა, რომლის სიკვდილის შემდეგაც  ოქსფორდის უნივერსიტეტს გადაეცა საჩუქრად. აქ ეს რელიქცია დიდხანს შეუჩნევლად ინახებოდა და არაფრით ყურადღებას არ იქცევდა.

 ერთხელაც მას დაკვირვებით შეხედეს და მეცნიერები განცვიფრდნენ...

ამგვარად აღმოჩნდა მეცნიერების ხელში 1000 წლოვანი ანგლოსაქსონური საიუველირო წაემოების შედევრი. დღეისათვის იგი ოქსფორდის მუზეუმებიდან ერთ-ერთი საუკეთესო და უძველეს, ხელოვნებისა და არქეოლოგიის ეშმონის მუშეუმში ინახება.

დიდხანს ითვლებოდა, რომ მე-XI საუკუნეში ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობამდე ანგლოსაქსების ყველა დეკორატიული ნივთი უხეში და პრიმიტიული იყო. მაგრამ ამ 61 მმ-ის საიუველირო ნაწარმმა, რომელიც მე-IX  საუკუნეშია დამზადებული ეს წარმოდგენა დაამსხვრია.

ოქროს თხელი ფილიგრანული ჩარჩო, რომლის შიგნითაც ოქროსავე ფუძეზე ტუხრული მინანქრით ნახატია შესრულებული. ყოველივე ამას ზემოდან  წვეთის ფორმის გაპრიალებული მთის კვარცი ფარავს. ტიხრული მინანქარი სავარაუდოთ ქრისტეს გამოსახულებას უნდა წარმოადგენდეს.

ქვემოთ ჩარჩო ნელნელა ღრუში გადადის, საიდანაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ იგი რაღაცაზე მაგრდებოდა. ჩარჩოზე შავი უწვრილესი ასოებით კარგად იკითხება: «Aelfred mec heht gewyrcan» - „ალფრედმა ბრძანა ჩემი დამზადება“.

ეჭვგარეშეა, რომ საუბარია მეფე ალფრედ დიდზე, რომელიც სწორედ მე-XI საუკუნეში მეფობდა. ამ რელიქვიას ახლა „ალფრედის ძვირფასეულობას“ ეძახიან. საყურადღებოა  ასევე ის ფაქტიც, რომ  ნივთი ეტელის მახლობლად იპოვნეს. აქ თავის დროზე მეფე ალფრედი მტრებს ემალებოდა, შემდგომ კი სააბატო ააგო. არაა გამორიცხული, რომ ეს ნივთი მან სააბატოს აჩუქა.

მაინც რას წარმოადგენს ალფრედის ძვირფასეულობა? ეს ჯერჯერობით ბოლომდე დაგენილი არაა. დიდი ხნის კამათისა და მსჯელობების შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს  სამკაული წიგნის სანიშნეზე მაგრდებოდა.

 აფრედი თავის დროისათვის ძლიერ განათლებული ადამიანი იყო. მან პირადად გააკეთა უამრავი ფილოსოფიური წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმანი. ამას გარდა მან პაპ გრიგოლ I-ის დარიგებანიც თარგმნა და  თავის სამფლობელოში ყველა საეპისკოპოსოს დაუგზავნა. წიგნებს თან მოაყოლა ნივთი სახელად estel-ი.

 წინასიტყვაობაში ალფრედი წერდა: „მას შემდგე რაც წავიკითხე, ვთარგმნე ინგლისურად - ისე როგორც იგი  მე გავიგე  და რამდენადაც ცხადად გადმოვეცი. ახლა მე მსურს წიგნის ასლები ჩემს სამეფოში ყოველ საეპისკოპოსო კათედრას დავუგზავნო. თვითოეულში არის ორმოცდაათ მანკუსიანი (არაბული ოქროს დინარი) „ესტელი“.  

და ვბრძანებ, არავინ ეს „ესტელი“ წიგნიდან არ ამოიღოს და წიგნიც არ გამოიტანონ ტაძრიდან.“

მეცნიერთა ვარაუდით estel-ი ეს შუა საუკუნეების წიგნის სანიშნია, რომელიც ზემოდან საიუველირო სამშვენისით იყო გაფორმებული. შემდგომში კიდევ რამდენიმე მსგავსი საგანი აღმოჩნდა, თუმცა ამგვარად ლამაზად გაფორმებული არა.