მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთში „დაკარგული“ ძველი რომაული ქალაქი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

ესპანეთში „დაკარგული“ ძველი რომაული ქალაქი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

მრავალპროფილურმა გუნდმა, რომელიც არქეოლოგებითა და მკვლევარებით იყო დაკომპლექტებული, ესპანეთში რომაული ქალაქი კარაკა აღმოაჩინა.

სააგენტო EFE-ს ინფორმაციით აღმოჩენა მუნიციპალიტეტ დრიებესის (ავტონომიური საზოგადოება კასტილია ლა-მანჩა) რაიონში გაკეთდა. საძიებო სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ქალაქი რომელიც 12 ჰექტარზეა გადაშლილი, მიწის ქვეშ 70 სანტიმეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მისი აღმოჩენა თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კი გეორადარის გამოყენებით მოხდა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, კარაკა კარგად არის შემონახული. დასახლებულ პუნქტში კარგად შეიმჩნევა ქუჩები, სახლები, ტაძრები. მუნიციპალიტეტის მერის პედრო რინკონის სიტყვებით, სპეციალისტებს ქალაქის შესახებ მონაცემები ჰქონდათ, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა არ იცოდნენ. „საოცარია, რომ იგი უფრო ადრე არ აღმოაჩინეს, - აღნიშნავს არქეოლოგი ხავიერ ფერნანდესი. - ქალაქის  ძებნის შედეგი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ველოდით“.

მეცნიერთა აზრით ქალაქი კარაკა ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნესა და ახალი წელთაღრიცხვით  IV საუკუნეს შორის წარმოიშვა.

მადრიდის უნივერსიტეტის სპეციალისტების მონათხრობით ამ ადგილას 1945 წელს Estremera-ს არხის მშენებლობისას განძი - III  საუკუნით  დათარიღებული  15 კილოგრამი ვერცხლი აღმოაჩინეს.