მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთში ერთ-ერთ გამოქვაბულში  უძველესი კაციჭამიების სადგომს მიაკვლიეს

ესპანეთში ერთ-ერთ გამოქვაბულში უძველესი კაციჭამიების სადგომს მიაკვლიეს

აღმოჩენა  ვალენსიის მახლობლად მდებარე გამოქვაბულ  Coves de Santa Maira-ში გაკეთდა.

გათხრების დროს ესპანელი არქეოლოგები უძველესი ადამიანების სადგომს წააწყდნენ. მეცნიერთა აზრით, ისინი კანიბალები იყვნენ. გამოქვაბულში ადამიანის ძვლების 30-მდე ფრაგმენტი აღმოაჩინეს. მათზე ქვის იარაღებით დამუშავების კვალი აღმოჩნდა.

ამას გარდა, მათზე მეცნიერებმა ცეცხლისა და ადამიანის კბილების კვალიც აღმოაჩინეს. მსგავსი ნაკვალევი გამოქვაბულშივე მიკვლეულ ცხოველთა ძვლებზეც  აღმოჩნდა.

არქეოლოგებმა ძვლების ასაკი უკვე დაადგინეს: 10 ათასი წელი. მკვლევართა ვარაუდით კაციჭამიობა ჩვეულებრივი საკვების ნაკლებობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.