მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთში  უძველესი რომაული მონეტები აღმოაჩინეს

ესპანეთში უძველესი რომაული მონეტები აღმოაჩინეს

ვერცხლის და ოქროს მონეტები - ეს უძველესი რომაული საგანძური იპოვეს სამხრეთ ესპანეთში, უელვას მაღაროებთან.

აღმოჩენა „შეუფასებელი ღირებულებისაა და მაღაროების მიდამოში  არქეოლოგთა მთავარი მონაპოვარია“, ამბობს არქეოლოგი ატალაია მინინგი. განძეულობა მაღაროს მფლობელმა კომპანიამ იპოვა და მის შესახებ ადგილობრივ გაზეთ Huelva Informacion-ში განაცხადა.

40-დან 50-მდე მონეტა იპოვეს, რომლებიც ახ.წ.ა. მე-2 საუკუნით თარიღდებიან, როგორც La Informacion-ი იტყობინება ნერონის ან ტრაიანეს ხანის უნდა იყოს.

„ეს აღმოჩენა არა მარტო გასაოცარი ღირებულებისაა, ის ასევე ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის რიო ტინტოს მაღაროზე, რომლიც რომაული იმპერიის ეპოქაში ყველაზე დიდი მაღარო იყო,“ თქვა პრესასთან ინტერვიუში ლუის იგლესიასმა, ატალაიას მაღაროთა არქეოლოგიის დირექტორმა.

ექსპეტები ვარაუდობენ, რომ მონეტების მფლობელი უძველესი რომაული დასახლება ორიუმის მდიდარი და გავლენიანი მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. მონეტები ერთად იპოვეს შეგროვილი, სავარაუდოდ ისინი ერთ ტყავის ჩანთაში ინახებოდნენ, რომელიც ვერ შემორჩა.

ამ აღმოჩენით არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ქალაქ უელვასთან არსებული უძველესი დასახლება ურიუმი უფრო ფართოდ იყო გაშლილი დასავლეთ მიმართლებით, ვიდრე ადრე ეგონათ.

გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმ მიდამოში, სადაც საგანძური იპოვეს. მას უელვას უნივერსიტეტის არქეოლოგი ხუან აურელიანო პერეზ მაკიასი ხელმძღვანელობს.

ეს ახალი აღმოჩენა მინინგის მუზეუმში გამოიფინება მინას დე რიო ტინტოსში და იქ იქნება, სანამ მათთვის მუდმივ სამყოფელს მოძებნიან.