მნიშვნელოვანი სიახლეები
ეტრუსკული ორვიეტოს ნეკროპოლისის გამოცანის თავმოყრა

ეტრუსკული ორვიეტოს ნეკროპოლისის გამოცანის თავმოყრა

უძველესი ეტრუსკული ღვთაებები ჯერ კიდევ თავგზას უბნევენ მკვლევარებს. მათ პანთეონსა და კულტმსახურებაში გარკვევამ ათწლეულები წაიღო, ამის მიუხედავად  საიდუმლოებები ჯერ კიდევ ამოუხსნელია. ერთ-ერთი საინტერესო ისტორია მოდის უძველესი ორვიეტოს ადგილიდან იტალიაში, სადაც მკვლევარებმა ლამაზი ქანდაკება და ბრინჯაოს წარწერებიან პატარა ნატეხები იპოვეს.

დავიწყებული ენა

ერთ-ერთი მთავარ პრობლემას ეტრუსკთა შესწავლაში არის მათი ენა. ეტრუსკული ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელია.

ახალ-ახალი კვლევებით ხშირად ძველი წარწერების ხელმეორედ გადახედვა ხდება. განსაკუთრებით როცა საქმე მათ მითოლოგიას ეხება.

რომის იმპერია ყველანაირად ცდილობდა დაპყრობილი მიწების რომანიზაციას. ამიტომაც სადაც ისინი მიდიოდნენ, შერეული ღვთაებები ჩნდებოდა. მაგალითად ქალღმერთი სულისი ბრიტანეთში, რომელიც სულის მინერვა გახდა. ამის გამო გაჩნდა კითხვა: შეემთხვა თუ არა ქალღმერთ ვეის მსგავსი ბედი და ვენერა გახდა?

undefinedundefined

ნეკროპოლისის საიდუმლო

ნეკროპოლისის გათხრებისას არქეოლოგებმა ქალღმერთის გასაოცარი ქანდაკება აღმოაჩინეს. ლამაზი შიშველი ქალის სკულპტურა თითქმის ადამიანის ზომისაა. ქანდაკება არ იყო დამზადებული ტიპიურ ეტრუსკულ სტილში. ამასთან ის მარმარილოსი იყო, რაც მათ ხელოვნებაში იშვიათად გამოიყენებოდა. ზოგი ვარაუდობს, რომ ქანდაკება საბერძნეთიდან ან იტალიის ერთ-ერთი ბერძნული კოლონიიდან იყო ჩამოტანილი.

ქანდაკება 1884 წელს აღმოაჩინეს, მას „კანიჩელას ვენერა“ შეარქვეს. მე-19 საუკუნის არქეოლოგებს ის ვენერას ან აფროდიტეს კულტ მსახურების ეგონათ. ეტრუსკულ პანთეონში ეს ღვთაება ჰგავს ქალღმერთ ტურანს. მაგრამ ქანდაკების აღმოჩენის ადგილას ბრინჯაოს წარწერიანი ნაწილი აღმოაჩინეს, რომლის მიხედვით ეს ქალღმერთი ვეია.

ვეის კულტი

გასათვალისწინებელია, რომ უძველეს დროში ხდებოდა ხოლმე ქანდაკებების გადაკეთება და კაცის გამოსახულება შეიძლება ქალისად ექციათ. რაც გასათვალისწინებელია, რადგან ეტრუსკული ქანდაკების ხელები მალავდა სხეულის ინტიმურ ადგილს.

თუმცა შესაძლებელია ქალღმერთი ვეი ვენერას ქანდაკებაში არეოდათ და მისთვის თაყვანი ეცათ.

რას აკეთებდა ნაყოფიერების ქალღმერთი სასაფლაოზე?

დღეს გაურკვეველი ჩანს თუ რატომ უნდა დაედგათ ნაყოფიერების ქალღმერთის ქანდაკება სასაფლაოზე. ამ ორი თითქოს შეუთავსებელი მხარის ერთად დაჯგუფება უჩეულო არ იყო ძველად. ამის მაგალითებია ოსირისი და ისიდა ეგვიპრეში ანდა პერსეფონე და აიდა უძველეს საბერძნეთში. მათთვის სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს უკავშირდებოდა და სიკვდილს ისე არ უყურებდნენ, როგორც თანამედროვე ადამიანები.

ეტრუსკული ნეკროპოლისი ბევრი სხვა მიზეზით არის გასაოცარი ვიდრე მარტოოდენ ვეის ქანდაკება. იქ არა მარტო ვეის კულტი, არამედ სხვა ეტრუსკული ღვთაებებიც აღმოაჩინეს, როგორიცაა ჰერკლე და ფაუნუსი. ასევე ვეის ქანდაკებასთან პანის ნიღაბიც იპოვეს. შესაძლოა მომავალში ქალღმერთ ვეის კულტზე უფრო მეტი გაიგონ მეცნიერებმა.