მნიშვნელოვანი სიახლეები
ევროპაში პირველი საპიენსები საკმაოდ თავგადაკლული ტურისტები აღმოჩნდნენ

ევროპაში პირველი საპიენსები საკმაოდ თავგადაკლული ტურისტები აღმოჩნდნენ

აღმოსავლეთ ევროპაში ორმოცი ათასი წლის წინათ მცხოვრები ადამიანები თავიანთი სადგომიდან საკმაოდ შორ მანძილზე დადიოდნენ.  ავსტრალიელი მეცნიერების აზრით ეს ცვლილება კონტინენტზე გონიერი ადამიანის გამოჩენას მოჰყვა.

ჩეხეთის მორავიაში მდებარე გამოქვაბულში 20 ათასამდე ცხოველის ძვალი, ასობით შრომის და სანადირო იარაღი და უამრავი ძვლის მძივი აღმოჩნდა. მაგრამ ეს ძეგლი უნიკალური სულ სხვა რამით აღმოჩნდა. ყველაზე ძველი კულტურული ფენა აქ ჩამოყალიბებას 50 ათასი წლის იწინათ იწყებს, ხოლო ბოლო დროს ადამიანები გამოქვაბულში 28 ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ.

 მორავიის გამოქვაბულში აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით 40-49 ათასი წლის წინათ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - კერძოდ რომელი ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული. მთავარია რომ ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ადამიანების მობილობა: თუკი ყველაზე ძველ ფენებში მხოლოდ ადგილზე დამზადებული არტეფაქტები გვხვდება, შემდეგი პერიოდის ფენებში უკვე შორი ადგილებიდან მოტანილი ნივთები გვხვდება

თუკი გამოქვაბულის ყველაზე უძველესი ბინადარნი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დადიოდნენ, 40 ათასი წლის წინათ მცხოვრებნი უკვე 100-200 კილომეტრ მანძილზე „მოგზაურობდნენ“. მეცნიერებმა ეს მოვლენა ქვის იარაღების მასალების მიხედვით დაადგინეს: ზოგი იარაღი კაჟის და ბაზალტისგანაა დამზადებული, რომლებიც გამოქვაბულიდან საკმაოდ შორ მანძილზე გვხვდება.

არქეოლოგების აზრით მობილურობისა და სოციალური ქცევის შეცვლა შესაძლოა ერთი სახეობის ადამიანის მეორე სახეობით შეცვლამ გამოიწვია. ამ საკითხის გარკვევაში მეცნიერებს  დნმ-ის ანალიზის ახალი მეთოდი დაეხმარებათ. დანალექი ქანები როგორც წესი  მიტოქონდრიალური დნმ-ის  უმცირეს ფრაგმენტებს შეიცავს, რომელთა დახმარებით ნეანდერტალელი და დენისოველი ადამიანის დადგენა შეიძლება. ამ უახლეს მეთოდიკას კვლევისათვის ანთროპოლოგიური მასალა არ ესაჭიროება.