მნიშვნელოვანი სიახლეები
ფარაონ ეხნატონმა ქალაქ ამარნას აშენება ბავშვებს აიძულა?

ფარაონ ეხნატონმა ქალაქ ამარნას აშენება ბავშვებს აიძულა?

ეგვიპტეში უძველეს ქალაქ ამარნას სასაფლაოების ახლანდელი კვლევებით გაჩნდა ახალი წყარო, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მისი მშენებლები ძირითადად ბავშვები და მოზარდი ახალგაზრდები იყვნენ. ექსპერტთა აზრით ეს ბავშვები იყვნენ ამ ქალაქის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების მონაწილეები.

მასიური სამარხი ფარაონ ეხნატონის ქალაქში

The Guardian-ის ცნობით არქეოლოგების ჯგუფმა, რომელსაც სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის არქეოლოგიგრეტჩენ დებასი მეთაურობდა,იპოვა 105 ადამიანის ჩონჩხი.ისინიამარნასჩრდილოეთ სასაფლაოსთან იყვნენ. უძველეს ქალაქს არ უარსებია დიდხანს და დასახლება მის ამშენებელ ფარაონთან ერთად გაქრა ისტორიიდან.

ამენჰოტეპ IV, ანუ ფარაონი ეხნატონი ცნობილია ისტორიაში, რადგან სცადა უძველეს ეგვიპტის ღმერთების შეცვლა სცადა ერთი ღმერთის, ატენის კულტით.

ეხნატონმა დახურა ყველა ძველი სალოცავები. ის და მისი ოჯახი უფრო დაინტერესებული იყო ახალი რელიგიით და ქვეყანა დაუცველი დატოვა -  მეფე უფრო პოეზიითა და ბუნებით იყო დაინტერესებული, ვიდრე ქვეყნის მმართველობით. ქანდაკებებსა და კედლებზე ის გამოსახულია თავის ოჯახთან ერთად, გრძელი კისრით, დახრილი შუბლით, წაგრძელებული თავით - რის გამოც მეცნიერთა აზრით მეფე მრავალი დაავადებით იტანჯებოდა.

სამარხები, რომელიც ამარნას დაბალი კლასის ხალხზე გვიყვება

როცა ძვ.წ.ა. 1332 წელს ეხნატონი გარდაიცვალა მის მიერ აკრძალული რელიგია აღდგა, ქალაქი ამარნა მიატოვესა და დაივიწყეს. მის კლდოვან მხარეებში მრავალი სამარხი შეიძლება ყოფილიყო. ახლახანს ექსპერტები დაინტერესდნენ ქალაქის ნაკლებ მდიდრული საფლავებით, რათა გაეგოთ როგორ ცხოვრობდნენ ქალაქის უბრალო მოსახლეობა, რომლებიც ეხნატონის ქალაქთან ერთად გაქრნენ.

ქალაქის მაშენებელთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ

The Guardian-ის ცნობით 105 ჩონჩხი აღმოაჩინეს ჩრდილო სასაფლაოს გათხრებისას 2015 რომელიც წელს დაიწყო და წელს დასრულდა. ანალიზის მიხედვით ოთხმოცდაათი პროცენტი იყვნენ შვიდიდან ოცდა ხუთ წლამდე, უმეტესობა თხუთმეტი წლის იყვნენ. ახალგაზრდებზე შეიმჩნეოდა ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც მძიმე სამუშაოსა და ჯანმრთელობისთვის ცუდ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ.

ამასთან ეს ახალგაზრდები არ იყვნენ თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად დამარხულები.  სამარხებში მათ არ ჰქონდათ ჩატანებული არტეფაქტები. არქეოლოგთა აზრით ისინი მონები ან მუშები იყვნენ, რომლებიც ფარაონის ოცნების ქალაქს აშენებდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან ბარბაროსული და სასტიკი ჩანს, მაგრამ ძველად ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა.