მნიშვნელოვანი სიახლეები
ფარაონ ტუტანხამონს სავარაუდოდ პირველი დასაკეცი საწოლი ჰქონდა?

ფარაონ ტუტანხამონს სავარაუდოდ პირველი დასაკეცი საწოლი ჰქონდა?

მკვლევარებმა შეისწავლეს მეფე ტუტანხამონის საწოლი, რომელიც პირველი სამ ნაწილად დასაკეცი საწოლია ისტორიაში.

მეფე ტუტანხამონს დასაკეც საცოლზე ეძინა

ახალი კვლევებით გამოჩნდა, რომ ტუტანხამონს სავარაუდოდ ყველაზე ადრეულ დასაკეც საწოლზე ეძინა, რომელიც Z-ს ფორმად იკეცება, თავისი მექანიზმის საშუალებით. საწოლი 1922 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოცარდ კარტერმა იპოვა, როცა პირველად შევიდა ფარაონის სამარხის საგანძურში. ტოკიოში, მუსაშინოს უნივერსიტეტში საწოლი შეისწავლეს და მკვლევარები გაოცდნენ თუ რამდენად კომფორტული იყო თავისი დროისთვის. ბატონი ნაოკო ნიშიმოტო, რომელიც გახლავთ ავეჯის დამზადების მცოდნე ექსპერტი და მუშაობდა პროექტისას, ამბობს, „მისი შესწავლა არ მომხდარა მას შემდეგ რაც ასი წლის წინ ის კარტერმა სამარხიდან ამოიტანა. ესაა კომპაქტური საწოლი, მგზავრობისთვის. ის პირველი მსგავსი საწოლია, რომელიც კი უპოვიათ. სხვა მეფესა თუ ფარაონს არ ჰქონია ასეთი საწოლი. ეს გასაოცარი და დამაინტრიგებელია.“

პირველი მაღალ განვითარებული საწოლილ ისტორიაში?

მათი ანალიზის მიხედვით ორად დასაკეცი საწოლი ტუტანხამონამდე არსებობდა. მსგავსი საწოლის მოდელი ნაპოვნია ეგვიპტის უძველეს ქალაქ გებელეინში და თარიღდება მე-18 დინასტიის ხანით. თუმცა ფარაონ ტუტანხამონის სამ ნაწილიანი გასაშლელი საწოლი ინოვაციური იყო - შესაძლოა პირველი მსგავსი დიზაინით - მკვლევართა თქმით ის უფრო კომფორტული და გამძლე იყო. „მცდელობების კვალი და შეცდომები მიუთითებს, რომ მის დამზადებელს არ გააჩნდა სხვა მოდელი სამ ნაწილიანი დასაკეცი საწოლისთვის,“ ამბობს ნიშიმოტო.

პირადად მეფე ტუტანხამონისთვის დამზადებული

„საწოლი სპეციალურად მეფე ტუტანხამონისთვის დამზადდა,“ ამტკიცებს ნიშიმოტო მისი ახლოდან შესწავლის შემდგომ. საწოლს ოთხი ხის ლომის თათის გამოსახულებიანი ფეხები აქვს, რომელსაც აქვს სპილენძის შენადნობის მქონე დაფები, რომელზედაც მთელი სიმძიმე ნაწილდება. ასეთი ფორმის საწოლის ფეხები არ იყო ადვილი გასაკეთებელი, რადგან დამზადებელს მოუწია მოეფიქრებიდა დამატებითი გამამაგრებელი.

დასაკეცი სისტემა ორი სხვადასხვა ტიპის ღერძს საჭიროებდა. შუაში გაშლისას სიმტკიცისთვის ემატებოდა ფეხების რაოდენობა. ეს ფეხები შიგნით შედიოდა დაკეცვისას. საწოლი ქსოვილის ბადეთი იყო გადაკრული.

შეცდომები, რომლებიც მიუთითებენ საწოლის ორიგინალურობას

მოსაკეც მხარეებში ხვრელები არის ნაპოვნი, რომელიც თავიდან მკვლევართა აზრით ბაწრებისთვის იყო, მაგრამ როგორც ჩანს ეს უბრალოდ დამზადებისას შეცდომების მიმანიშნებელია. „იმ ხვრელებში ბაწრები რომ ყოფილიყო მაშინ საწოლი ვერ გაიშლებოდა. ეს პატარა შეცდომები მიანიშნებს, რომ მსგავსი საწოლი პირველად მზადდებოდა,“ ამბობს ნიშიმოტო.