მნიშვნელოვანი სიახლეები
გადაუღებელმა წვიმებმა ულამაზესი ანტიკური ქანდაკებები გამოაჩინა

გადაუღებელმა წვიმებმა ულამაზესი ანტიკური ქანდაკებები გამოაჩინა

ბოლო დროს იერაპეტრაში (კრეტა, საბერძნეთი) გადაუღებელმა ძლიერმა წვიმებმა უძველესი ქანდაკებებიდან მიწა გადარეცხა და გამოაჩინა.

ეს შემთხვევა იანვრის ერთ დღეს მოხდა. 30 წლის ფერმერი მიხალის ბახდიძანაკისი თავისი ავტომობილის საჭეს უჯდა და ქალაქ იერაპეტრას მახლობლად მოძრაობდა. წყლის ნაკადში მან  თეთრი ნივთი შეამჩნია, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო.

წვიმის წყლით სავსე გუბეში თეთრად ანტიკური მარმარილოს ქალის ქანდაკების თავი მოჩანდა. ახალგაზრდა კრეტელმა ქანდაკების აღმოჩენილი თავი ადგილობრივ არქეოლოგიურ სამსახურში წარადგინა.

არქეოლოგების წინასწარი შეფასებით ქანდაკება რომაული პერიოდის უნდა იყოს. იგი ვიღაცის სასახლეს ანდა საფლავს ამშვენებდა. რომაელი არისტოკრატი ქალის თავზე არსებული რთული ვარცხნილობის მიხედვით იგი III საუკუნის უნდა იყოს.

როგორც ადგილობრივი სიძველეთა ინსპექციის ხელმძღვანელი ქრის სოფიანუ აცხადებს, მსგავსი რამ იერაპეტრას ტერიტორიაზე აქამდე არ აღმოუჩენიათ. უახლოეს პერიოდში ქანდაკებას დაწვრილებით შეისწავლიან და იერაპეტრის არქეოლოგიურ კოლექციაში გამოფენენ.