მნიშვნელოვანი სიახლეები
გამოქვაბულის მხატვრები იგივე ტექნიკას იყენებდნენ რასაც ვან გოგი (+ვიდეო)

გამოქვაბულის მხატვრები იგივე ტექნიკას იყენებდნენ რასაც ვან გოგი (+ვიდეო)

სამხატვრო ხერხები, რომლებსაც ვან გოგი და ჟორჟ სერა იყენებდნენ, თავის დროზე სიახლედ ითვლებოდა, მაგრამ არქეოლოგების ახლანდელმა აღმოჩენამ აჩვენა, რომ 38 000 წლის წინათ უძველესი მხატვრები მუშაობისას მსგავს ტექნიკას იყენებდნენ.

 მეცნიერებმა ორინიაკის პერიოდით დათარიღებული 16 ფირფიტა აღმოაჩინეს. მათზე ცხენები, მამონტები და ირმებია გამოსახული. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა ნახატები წერტილების და ტირეების სერიით, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ პუანტილიზმის ტექნიკით არის შესრულებული.

 თანამედროვე პუანტილიზმი 1880 წელს ჟორჟ სერამ და პოლ სინიაკმა მოიფიქრეს. მათ პატარა წერტილებით დიდი გამოსახულების ილუზიის შექმნის ტექნიკა შეიმუშავეს. სხვა მხატვრები, მათ შორის კამილ პისარო და როი ლიჰტენშტეინი მათი მიმდევრები იყვნენ.

  მკვლევარები პირველად არ იყვნენ მდინარე ვეზერის ხეობაში, მაგრამ ახალმა აღმოჩენამ ისინი განაცვიფრა. მეცნიერთა განმარტებით ახლად აღმოჩენილი ფირფიტები ერთხელ უკვე იყვნენ აღმოჩენილები, მაგრამ მათ არავინ მიაქცია ყურადღება და ისინი არ შეუსწავლიათ. ყველა არტეფაქტი დორდონში საფრანგეთის ეროვნულ ისტორიამდელ მუზეუმში გადაიტანეს.