მნიშვნელოვანი სიახლეები
გიზას დიდი პირამიდა

გიზას დიდი პირამიდა

საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ვერ ახერხებდა ამოეხსნა ერთი დიდი გამოცანა - როგორ შეძლო უძველეს ეგვიპტეში, ბრინჯაოს ხანის საზოგადოებამ თავიანთი პრიმიტიული ტექნოლოგიებით გიზას დიდი პირამიდის აშენება.

არქეოლოგებმა ახლახანს აღმოაჩინეს გასაოცარი მტკიცებულება, რომელიც ნათელს ფენს თუ როგორ შეძლეს უძველესმა ეგვიპტელებმა 2 ½ ტონა ქვის ბლოკების გადაადგილება 500 მილის მანძილზე ძვ.წ.ა. 2600 წელს.

გიზა 481 ფუტის სიმაღლის ყველაზე დიდი პირამიდაა. დიდი ხნის მანძილზე ის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაგებობად რჩებოდა. ახლად აღმოჩენილი უძველესი პაპირუსის, ცერემონიალური ნავის და ჭკვიანური წყლის სისტემების მეშვეობით გასაგები გახდა მისი მშენების საიდუმლოს.

არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს, რომ ათასობით გამოცდილ მუშას 170 000 ტონის ქვის ბლოკები მდინარე ნილოსის გაყოლებით გადაჰქონდა ხის ნევების მეშვეობით, რომლებიც თოკებით იყვნენ გადაბმულნი. ეს ყველაფერი პირამიდის საძირკველამდე არხების სისტემით აღწევდა.

ვადი ალ-ჯარფაში ნაპოვნი პაპირუსის გრაგნილი ასევე აღნიშნავს ნავების მნიშვნელობას პირამიდების მშენებლობაში. იქ მოთხრობილია 40 კაციანი მუშების ჯგუფის შესახებ, რომლებიც არხებს თხრიდნენ, რათა პირამიდისთვის განკუთვნილი ქვები გადაეზიდათ.

დადგენილია, რომ ქვები, რომლებიც გიზას პირამიდისთვის გამოიყენეს მის სამხრეთით 533 მილის მოშორებით მოიპოვეს, ხოლო დაამუშავეს ტურაში ნაგებობიდან რვა მილის მოშორებით. არქეოლოგები დიდი ხნის მანძილზე ვერ თანხმდებოდნენ, თუ როგორ უნდა გადაეზიდათ ამ სიმძიმე ქვები.

ეხლახანს არქეოლოგმა მარკ ლეჰნერმა აღმოაჩნა დაკარგული წყლის არხების კვალი გიზას პლატოზე.

„ჩვენ ვიპოვეთ ვენტრალური არხი, რომლითაც მთავარი გადამზიდი საშუალება იქნებოდა გიზას პლატოზე“ თქვა მარკ ლეჰნერმა.

მეცნიერთა მეორე ჯგუფმა შეძლო ძველი ეგვიპტური ხის ნავის აღდგენა, რომელიც ფარაონ ხუფუს სამარხში ნაპოვნი მოდელის მიხედვით დამზადდა. მათ დაასკანირეს მოდელი ნავი, რითაც გაარკვიეს, რომ ისინი თოკების მეშვეობით იყვნენ შეერთებულნი და საკმაოდ გამძლე იყვნენ.