მნიშვნელოვანი სიახლეები
ჰაგია ტრიადას სარკოფაგი მინოსური ისტორიის საიდუმლოებებს ამოხსნის?

ჰაგია ტრიადას სარკოფაგი მინოსური ისტორიის საიდუმლოებებს ამოხსნის?

უკვე დიდი ხანია რაც გასაოცარმა დეკორაციებმა 3500 წლის წინანდელ ჰაგია ტრიადას სარკოფაგზე მეცნიერებს შორის დიდი კამათი გამოიწვია. იქ შესაძლოა მინოსური და ეგვიპტური ცივილიზაციების კავშირის კვალი იმალებოდეს. უფრო მეტიც შესაძლოა ეს არტეფაქტი დაეხმაროს მეცნიერებს კრეტის ცივილიზაციის წარმოშობის ახსნაშიც.

საიდუმლოებებით სავსე მინოსური ცივილიზაცია ჰელინისტურ სამყაროში ყველაზე უძველეს და იდუმალ ადგილად დღემდე რჩება. ჰაგია ტრიადა მინოსურ დასახლებაში  არქეოლოგიური გათხრების ადგილია. იქ 1903 წელს მინოსური არტეფაქტების კოლექციიდან ყველაზე საოცარი სარკოფაგი აღმოაჩინეს.

ეგვიპტურის მსგავსი ნახატები

სარკოფაგი დღეს ჰერეკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში იმყოფება. ის ასეთ გასაოცარ არტეფაქტად არ ჩაითვლებოდა, რომ არ ყოფილიყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მასზე - ნახატები, რომლებიც ჰომეროსამდე შეიქმნა და ჰქვია თისიასთიკისი.

ეს ნახატები მინოსური ისტორიის გასარკვევად დიდად მნიშვნელოვანია. ამ ნახატების გაშიფრვით მიკენური მმართველობისას დაკრძალვის ტრადიციებზე წარმოდგენა გვექმნება. მასზე არის დამარხვასთან ასოცირებული სიმბოლიზმები და გვხდება ლირის ყველაზე უძველესი გამოსახულება, რაც კი უპოვიათ ხმელთაშუაზღვის მიდამოებში. ნახატზე წარმოდგენილია ორი გვირგვინოსანი ქალი, რომლებსაც სასმისები უჭირავთ. მათთან კი გამოსახულია კაცი ლირით ხელში. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი აქ არის, ის რომ ისინი სასმისებიდან სითხეს ღვრიან, რომელიც სავარაუდოდ ღმერთებისთვის შეწირული ხარის სისხლია. მარჯვენა მხარეს გამოსახულია სამი კაცი, რომლიდან ორს ცხოველები უჭირავთ. სარკოფაგზე მრავლად გვხდება თხებისა და ხარის კულტის მიმანიშნებელი გამოსახულებები, რომლებიც სავარაუდოდ სათავეს ეგვიპტიდან იღებს.

სარკოფაგი იმავე პერიდოში შეიქმნა, როცა უძველეს ეგვიპტეს მე-18 დინასტია მართავდა. ესა სახელგანთქმული ეხნატონის, ჰადშეფსუტის და ტუტანხამონის მმართველობის დროა.

ეგვიპტელები კრეტაზე?

იკონოგრაფიული მახასიათებლები სარკოფაგზე დღემდე ბევრ მეცნიერს აოცებს. მათზე შეინიშნება უძველესი ეგვიპტური კულტურის გავლენა. უფრო მეტიც მსგავსი მოხატულობის სტილი სარკოფაგის აღმოჩენამდე არ იყო ნაპოვნი.

მკვლევარი პაულა ლინი მარტინოს ვარაუდით ამ ორ ცივილიზაციას შორის ხდებოდა იდეათა გაცვლა და კონტაქტი. ეს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ სფეროშიც ხდებოდა და მიიჩნევს, რომ ეს კავშირი ეგვიპტეში მე-18 დინასტიის, ჰიკსოსის მმართველობისას შეინიშნება ამის მაგალითად მისი აზრით არის კეფტიუს კედლის მოხატულობა, რომელიც თებეს სამარხებში გვხდება.

საიდუმლო გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რამ მიანიშნებს მინოსისა და ძველი ეგვიპტის კულტურულ კავშირზე, მაინც რთულია იმის განსაზღვრა თუ რამდენად ძლიერი და ახლო იყო ის. ზოგი თეორიის მიხედვით მინოსელები შესაძლოა თავიანთ სათავეს ნილოსის ნაპირებიდან  იღებდნენ. მკვლევართა მეორე ჯგუფის მიხედვით კი ეს მხოლოდ ვაჭრობითა და ახლო გეოგრაფიული მდგომარეობით იყო განპირობებული.