მნიშვნელოვანი სიახლეები
ჰიბის ტაძარი: ბოლო ეგვიპტელი ფარაონ ქემეტის დიდების ბოლო დღეების მემორიალი

ჰიბის ტაძარი: ბოლო ეგვიპტელი ფარაონ ქემეტის დიდების ბოლო დღეების მემორიალი

ნექტანებ II ცნობილია, როგორც ეგვიპტის ბოლო ეგვიპტელი ფარაონი; იქამდე სანამ სპარსელთა და ალექსანდრე დიდის მემკვიდრეები გამეფდებოდნენ. ნექტანებ II-ის დროს აშენებული ჰიბის ტაძარი ეგვიპტის ისტორიის სწორედ ამ ცვლილებების ამსახველი მონუმენტი გახლდათ.

ტაძარი დაახლოებით ძვ.წ.ა. მე-6 საუკუნისთვის აშენდა. ის ხარგას ოაზისში ყველაზე დიდი და კარგად შემორჩენილი ტაძარია. მასში ჩანს ეგვიპტის ფარაონის დიდების ყველა მიმანიშნებელი ელემენტი.

ოქროს ხანის ღმერთებისადმი პატივის მიგება

ჰიბის ტაძარი თანამედროვე ქალაქ ხარგას მახლობლად მდებარეობს. ეს არეალი სავსეა სამხედრო ნაგებობებითა და გასაოცარი არქეოლოგიური მიდამოებით. თავდაპირველად ჰიბის ტაძარი მიძღვნილი იყო ამუნის, მიტის და ხონსუსადმი. თუმცა, ძირითადად ამუნისადმი იყო მიძღვნილი, რომელსაც ჰიბის მეუფესაც ეძახდნენ. ეგვიპტის რამოდენიმე გავლენიანი ფარაონი ეთაყვანებოდა ამუნს.

შესაძლოა ეს გასაოცარი ტაძარი აშენებულიყო ამუნის სახელზე, რადგან მცდელობა იყო უძველესი ეგვიპტის დიდების დღეები დაებრუნებინათ. ეგვიპტის ოქროს ხანა უკავშირდებოდა ღმერთებთან, როგორიცაა ამუნი, რა, მუტი და სხვა. ჰიბის ტაძრის ზოგი ოთახი მიძღვნილი იყო ოსირისისადმი, სეტისა და მუტისადმი. აქედან ორი ღვთაება ხშირად გვხდება რელიეფებზე. ტაძრის კედლებზე გამოსახულებები უკავშირდება კლასიკური თებეს ტრადიციებს და შთაგონებულია კერნასა და ლუქსორის ტაძრების მიხედვით.

მშენებლობა დაიწყო 26-ე დინასტიისას, სამუშაოები ნექტანებ II-ის დროს დამთავრდა. კედლებზე გვხდება დარიუს I-ის გამოსახულებები (ძვ.წ.ა. 552 წელი). მკვლევართა აზრით ნექტანებ I-მა  და ნექტანებ II-მა გაადიდეს უკვე არსებული ტაძარი. მაგრამ ნექტანებ II-ის დროს ეგვიპტური წარმოშობის მმართველთა მეფობა დასრულდა - რის შემდეგაც ეგვიპტეს არაეგვიპტური წარმომავლობის ფარაონები მმართავდნენ.

დარიუს I-ის გავლენა

ჰიბის ტაძარს ასევე ამშვენებს სპარსი მეფე დარიუს I-ის ტექსები, ამგვარად ეს ეგვიპტური და სპარსული კულტურების ურთიერთობის გამომსახველია. მრავალი მცდელობების შემდგომ  სპარსელებმა ძვ.წ.ა. მე-6 და მე-5 საუკუნისთვის ეგვიპტე ხელში ჩაიგდეს. დარიუსი ეგვიპტეს ქურუმ უდჯაჰორენსეტის ხელით მართავდა, რომელიც კამბისეI I-ის მსახური იყო. ქურუმი ქვეყანაში სპარსულ პროპაგანდას ეწეოდა.

მკვლევარი დევიდ კლოტზის მიხედვით:

„დარიუს  I დაპყრობილ ტერიტორიებზე ადგილობრივი რელიგიური კულტების მომხრე იყო. ეგვიპტეში ეს ყველაზე მეტად ჰიბის ტაძარში ჩანს, სადაც ნაგებობა ფსამეტიქ II-ის ადრეულ ხანის იმიტაციას მიაგავს. ტაძარის წარწერებში საუბრაია დარიუსის ვიზიტზე ნეითის ტაძარში. იქ ყოფნისას დარიუსმა დაპყრობილ ხალხს აუხსნა, რომ მათ სიწმინდეებს პატივს ისევ მიაგებდნენ და რელიგიური დღესასწაულები გაგრძელდებოდა. ამის შემდგომ კი ნეითს თავადაც შესწირა მსხვერპლი.“

უფრო მეტიც, კედლის ტაძრებზე გამოსახულია მეფე დარიუსი, რომელიც ეგვიპტურ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობს.

კედლები, რომლებსაც ეგვიპტის დიდება ახსოვთ

ყველაზე გასაოცარი დეკორაცია ტაძარში ღმერთ სეთს უკავშირდება, რომელიც რასთან ერთადაა გამოსახული. მოგვიანო და სპარსელთა მმართველობისას სეთი ფალკონის თავით გამოისახებოდა.

რასადმი მიძღვნილი ჰიმნი ტაძნის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტს წარმოადგენს.

ტაძრის კედლები იყო საშუალება, სადაც სპარსი მეფეები თავიანთ გავლენის დემონსტრირებას ავლენდნენ. დღეს ჰიბის ტაძარი უძველეს ეგვიპტეში სპარსული გავლენის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.