მნიშვნელოვანი სიახლეები
ჰიმალაებში მითიური ქვის ჯარი აღმოაჩინეს

ჰიმალაებში მითიური ქვის ჯარი აღმოაჩინეს

რუსულ-ინდურმა ექსპედიციამ პირ-პანჯალის (მცირე ჰიმალაები) მთებში ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე ორასამდე ქვის მხედრის ქანდაკება, გამოსახულებიანი ფილა, ქვის პოსტამენტი და აუზები აღმოაჩინეს. ქვის ქანდაკებების ასაკი VI–VII საუკუნეებით თარიღდება.

ყველაზე დიდი ინტერესი ქვისგან გამოკვეთილმა მხედრებმა მიიქცია. ცხენებზე ორი და ზოგჯერ სამი მხედარიც არის შემომჯდარი. მაგრამ მხედართა სახეებს ინდივიდუალურობა აკლიათ და თვითოეული მათგანი მეომრის ზოგად სახეს წარმოადგენს.

სპეციალისტთა აზრით ქანდაკებების ავტორები შესაძლოა ეფტალიტები იყვნენ. ეფტალიტებმა ადრეული შუასაუკუნეების დროს  შუა აზიასა და ჩრდილო ინდოეთში დიდი სახელმწიფო შექმნეს. აქ დღემდე მეომარი რაჯპუტების შთამომავლები სახლობენ . თუმცა ამ არტეფაქტების ეფტალიტების კულტურასთან კავშირი ჯერჯერობით თეორიად რჩება.